x
რა არის ცხოვრება ?!
ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბრობენ, მე კი მათ ვურჩევდი, ან საერთოდ არ ისაუბრონ, ან ისე რომ თავად ცხოვრებას არ გააგონონ მათი საუბრის შინაარსი.რამდენმა ადამიანმა იცის რა არი ცხოვრება და რა გვევალება ჩვენ ამ ცხოვრებაში? დამიჯერეთ ბევრი თქვენთაგანი იტყვით რომ რათქმაუნდა თქვენ კარგად იცით რა არის ცხოვრება, მაგრამ მე შემიძლია დაგარწმუნოთ რომ ცდებით.იმისთვის რომ ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი გქონდეთ, მერწმუნეთ ძალიან ბევრი რამ უნდა ნახოთ, გამოცადოთ, გაუძლოთ და შეეცადოთ სწორად აღიქვათ ის !!!

ცხოვრება ძალიან უცნაურია, ამავდროულად ძალიან ტკბილი, მრავალფეროვანი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან ვერაგი.ის თავის თავის გაცნობს ხშირად შენს თავს გადახდენილი ცუდი შემთხვევებით, გნებავთ ეს იყოს წარუმატებლობა, იმედგაცრუება, გარდაცვალება უახლოესი ადამიანისა ან ადამიანებისა, მაგრამ ყველაზე კარგად მისი განმარტება შეგიძლია მაშინ როცა საკუთარ თავზე გიწევს ბევრი ტვირთის აღება, როცა შენ თავად გამოდიხარ ცხოვრების ასპარეზზე და გიწევს მასთან ბრძოლა გამარჯვებისთვის.

ხშირად ვკითხულობ ხოლმე "პატარა გოგოს" ჩანაწერებს და მივდივარ დასკვნამდე რომ ცხოვრება თვითონ გასწავლის მის წესებს და კანონებს.მოდით მოგიყვებით შინაარსს ჩანაწერებიდან .........

"თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ცხოვრებაც ბედნიერი ჩანდა, ოჯახი ტკბილად და ჰარმონიულად ცხოვრობდა იმ კუთხით რომ ურთიერთ პატივისცემა და სიყვარული ბატონობდა, მაგრამ აკლდა მატერიალური, რაც შემდგომ მიზეზი გახდა იმისა რომ მე პასუხი მქონოდა კითხვაზე რა არის ცხოვრება?! ოჯახური სითბო დაინგრა, საძირკველი გამოეცალა მას, რომელიც მამაზე იყო დაშენებული.ზამთრის ერთ ყინვიან დღეს მისი სული უფალმა მიიბარა.დავრჩით ჩვენ, სამნი, მარტო... იმის მოლოდინში რომ გამოჩნდებოდა ვიღაც ვინც მარტო არ დაგვტოვებდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ბავშვური ფიქრების ბრალი იყო, რომელ ბავშვობასაც განვითარება აღარ მოყოლია.პატარა გოგოს უკვე დიდი მოვალეობები და ვალდებულებები გამიჩნდა.


წარმოიდგინეთ როცა მხოლოდ ის გევალება რომ ისწავლო, გოგო ხარ და სახლის დალაგებაც შენს მოვალეობაში შედის, უცებ კი აღმოაჩენ რომ ის რაც შენ ამ მცირედის შესრულებით გეგონა ცხოვრება, ბედნიერება ყოფილა, ყველაფერი გაფერმკრთალდა....ბედნირებაც კი უცხო გახდა, უკვე მხოლოდ იმაზე იწყებ ფიქრს როგორ იცხოვრო და მე გამოსავალი შრომაში ვპოვე.შრომაშიო რომ ვამბობ, აქ თოხსა და ბარს არ ვგულისხმობ, 18 წლის გოგოსთვის ოჯახის რჩენა უკვე ამ იარაღების გამოყენებით შრომაზე რთულია მერწმუნეთ...უძილო და ცრემლიანი ღამეები, დედის ტირილი გარდაცვლილი მამის სურათთან, მონატრება მშობლისა და დარდების ამოკითხვა შენზე უსუსური დედმამისშვილის თვალებში.

როცა ელემენტარულიც კი გაკლია და შენს ირგვლივ ამ ელემენტარულზე შენი თანატოლები არც კი ფიქრობენ ამის აღქმა და გათავისებაც რთულია, როცა ბავშვური გართობა და ხალისი აღარ გაქვს, აღარ გაქვს საშუალება დატკბე მათით, ესეც რთულია.რთულია ისიც როცა დილით გეძინება, მაგრამ იმიტომ რომ საღამოს მშიერი კუჭის გამო არ დაგეძინება უნდა ადგე და იშრომო, იმიტომაც რომ იცოცხლო, ეს ცხოვრების ყველაზე დიდი და მტკივნეული კანონია!!!

მიუხედავად იმ დიდი გამოცდილებისა“რაც მე პირადად ჩემს თავზე გამოვცადე, საკმაოდ დიდი ტკივილით, მაინც მინდა გითხრათ რომ ცხოვრება მშვენიერია, უბრალოდ უნდა შეგეძლოთ ბრძოლა და ჭიდილი მასთან, ამ ბედნიერების შესაგრძნობათ, უნდა შეგეძლოთ იმ შესაძლებლობების პოვნა საკუთარ თავში და შემდგომ მათი რეალიზება, რომელიც შეგაძლებინებთ ყველა იმ ვერაგი კანონის დაცვას, რაც ამ ცხოვრებას აქვს, შეგაძლებინებთ რომ მცირედი დროით მაინც, ცხოვრებაში იპოვოთ ჰარმონია, სილამაზე და ბედნიერება.

რაც ყველაზე მთავარია, უნდა იცხოვროთ მხოლოდ იმიტომ რომ შეგეძლოთ სხვებისთვის ტკივილიანი თუ ბედნიერი ცხოვრება აქციოთ უფრო ხალისიანად, იცხოვროთ მათ გამო ვინც თქვენთვის იცხოვრა და შემდგომ მოგანიჭათ ბედნიერება არსებობისა, სიცოცხლისა, უნდა იცხვოროთ კარგად იმიტომ რომ თქვენი თავი მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, თქვენს ირგვლივ უამრავი თქვენზე შეყვარებული ადამიანია და ეს ცხოვრება უნდა შეგეძლოთ მართოდ სწორად ყველა იმ ტკივილთან თუ სიხარულთან ერთად რაც წესად აქვს მას! იცხოვრეთ ისე რომ მარადისობა დაიმკვიდროთ!!!!! "

და მაინც, ვთვლი, რომ ცხოვრება ის ამოუცნობი ობიექტია, რომლის გამოკვლევაც და შესწავლაც წყლის ნაყვას გავს!!!

1
2023
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
2023
  
2020, 17 ივნისი, 17:07
მაწანწალებზე განვიცდი. :(
0 1 1