x
image
კატაპულტი
სამუშაოები,რომლებიც ყველაზე საშინელია
მსოფლიოში უამრავი ისეთი სამუშაოა, რომელსაც ბევრი რიგითი ადამიანი ახლოსაც არ გაეკარებოდა.აი, რამდენიმე მათგანი:


imageზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ვირთხების დამჭერი სამსახური, რომლის მუშაკები ყოველდღიურად დადიან ყველაზე ბინძურ და მყრალ ადგილებში, რათა მრავალი დაავადების მატარებელი და გამავრცელებელი პატარა არსებები შეიპყრონ.რაც არ უნდა საოცარი იყოს ამ საქმისათვის ისინი ძალზედ მცირე გასამრჯელოს იღებენ, 25 ვირთხის სანაცვლოდ სულ რაღაც 1, 20 ევრო.ალბათ, დამეთანხმებით, ნამდვილად არ ღირს.სწორედ ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ამ სამსახურის ზოგიერთ მუშაკს ვირთხების გაყიდვას ურჩევნია, რომ ისინი მიირთვას.


მენაგვეობა ასევე ერთ-ერთ მძიმე და საშინელ სამუშაოდ ითვლება.წარმოიდგინეთ, აყრალებული ხორცი, თევზი, ათასგვარი ნარჩენი, რომელიც საშინლად ბინძურია, მაგრამ დასუფთავების სამსახურის მუშაკებს მათი შესაბამის ადგილზე გადატანა ევალებათ.განსაკუთრებით მძიმე იქნება ეს სამუშაო ზაფხულის პერიოდში და ასევე თუ ეს ნაგავი ურნებში არ იქნება მოთავსებული.ამიტომ, ნაგავი ურნაში!


მძიმე სამუშაოების სიაში მოხვდა ასევე უსაფრთხოების ოფიცრის სამსახური.ძნელია, როცა ძლიერ სიცხეში ვინმეს შემოწმება გიწევს, მას კი სულაც არ აქვს ელემენტარული სისუფთავის ნორმები დაცული.მიუხედავად ამისა, ოფიცერი მაინც ვალდებულია თავით ფეხებამდე შეამოწმოს მოქალაქეები.



მორგის თანამშრომლებს ასევე რთულ და დამთრგუნველ პირობებში უწევთ მუშაობა.მართლაც ძნელია, როდესაც ყოველდღიურად არაერთ მიცვალებულს ემსახურები.


საშინელ სამსახურად ითვლება ასევე მეძავობა, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამ საქმით დაკავებულნი ფაქტიურად სხვისი საკუთრება ხდებიან და შეიძლება ისეთი რამის გაკეთებაც მოუწიოთ, რაც სულაც არ სიამოვნებთ.

0
91
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0