x
ჩემი სოფელი და მისი უმძიმესი პრობლემა
იმერეთის რეგიონში, არისს ასეთი ქალაქი ზესტაფონი, რომელიც არაერთმა ადამიანმა ვფიქრობ საკმაოდ კარგად იცის და ადვილი შესაძლებელია ნამყოფიცაა, ნუ გავლით მაინც...

ზესტაფონის რაიონში არის ერთი ულამაზესი სოფელი არგვეთა რომელიც თავისი მომხიბვლელი და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა იმ გამორჩეულ სოფელთა შორის რომელიც საქართველოს უხვად ამშვენებს, სამწუხაროდ ისევე როგორც არგვეთაში არ არსებობს ისეთი ხელმისაწვდომი კომუნიკაცია როგორიცაა ინტერნეტი, ტელეფონი(თუ არ ჩავთვლით ფიჭურ კავშირს), თუმცა ეს საკითხი გაცილებით უფრო ნაკლებად მტკივნეულია ჩემთვის ვიდრე ის რაც ამ ხალხს რეალურად აწუხებს!!!

აქ მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ განვითარებული და განათლებულია, სამწუხაროა რომ ერთადერთი სამუშაო წყარო ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანებისა გახლავთ ფერო შენადნობთა ქარხანა, სადაც უამრავი იქ მომუშავე ადამიანი, ამ ქარხნის ეკოლოგიური სისტემის დაუცველობის გამო დაავადებულია მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებით, მაგალითად როგორიცაა ფართოდ გავრცელებული დაავადება ავთვისებიანი სიმსივნე...(ეს ერთ-ერთია იმ დაავადებათაგან რომელსაც გმონაბოლქვი კვამლი იწვევს )

imageმახსოვს სკოლაში დავალება მოგვცეს კლასგარეშე თემა უნდა დაგვეწერა ამა თუ იმ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით...ჩემი იდეა სწორრედ ფერო შენადნობი ქარხანის გამონაბოლქვი კვამლის ფილტრაციას ეხებოდა... მიუხედავად იმისა რომ ასაკით პატარა ვიყავი, თემა საკმაოდ საინტერესო გამომივიდა და სკოლის დირექციამ გადაწყვიტა ეს პრობლემა უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაეხადა თვალსაჩინო, ბუნებრივია ყურადღების გამოჩენისა და შედეგის მიღების მიზნით.


როგორც უკვე ივარაუდეთ (ეს ჩემი მოსაზრებაა :) ) ბუნებრივია წერილი უპასუხო დარჩა, ან კი ვის რაში დააინტერესებდა პატარა სკოლის მოსწავლე ბავშვის რეკომენდაციები...დღემდე აწუხებს ეს პრობლემა ზესტაფონის მოსახლეობას და მათ შორის ჩემს უსაყვარლეს სოფელ არგვეთას, სადაც დილას და საღამოს გარეთ გამოსვლა ფაქტიურად შეუძლებელია, სადაც მხოლოდ ფსიქოლოგიური შიშიც კი საკმარისია ამ დაავადების გასამრავლებლად!ყველა განწყობილია იმ გრძნობით რომ ნებისმიერი შეიძლება ამ პრობლემის მსხვერპლი გახდეს......ძველის ზესტაფონი

შესაძლოა ადვილად მოგეჩვენოთ ჩეემი ეს სტატია, თუმცა რეალობა რაც იქ ნამდვილად ხდება, საკმაოდ რთულად აღსაქმელია, დღემდე ვფიქრობ როგორ შეიძლება დავეხმარო ამ ქალაქს და მის რეგიონში შემავალ სოფლებს ასეთი პრობლემის გადაჭრაში....

5
240
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
240
  
2015, 27 იანვარი, 16:44
სიამოვნებით, ქალბატონო ნატო.
2015, 26 იანვარი, 15:06
აი აქ ამ ადგილას გავიზარდე მე,ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი დედამიწაზე,აქ არის დღესაც ჩემი სახლი.მადლობა ამ ფოტოსთვის.
2015, 26 იანვარი, 15:00
იცით მეც ზესტაფონიდან ვარ და ძალიან გამეხარდა რომ თქვენც ზუსტად ისე გტკივათ,ჩვენი მშობლიური რაონის უდუდესი პრობლემა როგორც მე,მოდი იქნებ ყველა ვინც კი როგორც შევძლებთ,გავერთიანდეთ და შევეშველოთ ჩვენ პატარა მაგრამ ძალინ ლამაზ რაიონს.
2013, 27 აპრილი, 1:26
ხოო,გეთანხმები,ჩემი გვარი წარმოსობით ლეჩხუმიდანაა,მაგრამ ჭაბუკიანების უმრავლესობა იმერეთშიც ცხოვრობს,მათ შორის ზესტაფონშიც :)
2013, 15 აპრილი, 17:28
ჭაბუკიანები ლეჩხუმლები არიან და შენ საიდან მოხვდი მანდ
0 1 5