x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
შეიქმნა ხელოვნური კანი !

სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს ხელოვნური კანი, ის ჭრილობის მიყენებიდან სულ რაღაც ნახევარ საათში საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

პროფესორმა ჩაო ვანგმა და მისმა გუნდმა პლასტიკისგან სინთეტიკური მასალა შექმნეს, რომელიც მოლეკულების გრძელ ჯაჭვს წარმოადგენს და წყალბადის სუსტი გადაბმებისგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლეკულები ერთმანეთს ადვილად შორდებიან, მათ დამატებული აქვთ ნიკელის ციცქნა ნაწილაკები, რაც პლასტიკს სიმტკიცეს და გამძლეობას ჰმატებს. შედეგად გაჩნდა პოლიმერი მართლაც უჩვეულო თავისებურებებით: თვითაღდგენადი, დრეკადი და გამტარი.

საკუთარი მიღწევების დემონსტრირება რომ მოეხდინათ, მეცნიერებმა მასალა სკალპელითimageორ ნაწილად გაჭრეს,
შემდეგ ნაწილები ისევ ერთმანეთს მიადეს. 30 წუთის გასვლის შემდეგ, კანი სრულად აღდგა და პირვანდელი სახე დაიბრუნა. პროცესი 50-ჯერ გაიმეორეს და ყველა შედეგი იდენტური აღმოჩნდა.

სიახლის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახლად შექმნილი სინთეტიკური მასალის გამოყენებას პროთესებისა და ელექტრომოწყობილობების ზედაპირის დაფარვაში გამოიყენებენ.

0
73
6-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0