x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსებმა საზღვრები გადმოწიეს

image- ღვინით ვაჭრობის პერსპექტივითა და კრემლში ცეკვის ფონზე შიდა ქართლში ახალი მავთულხლართები ჩნდება. როგორც მოსახლეობა ადასტურებს 10 დღეა რაც ეს მავთულხლართები გაჩნდა, რომელიც გუგუთიაანთკარში ადმინისტრაციულ საზღვარს გადმოსცდა და მოსახლეობის ბაღები ორად გაყო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გუგუთიაანთკარის მსგავსად ასეთი მავთულხლართები, სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, კიდევ 5 სოფელში გაჩნდა. ამ სოფლებში მოსახლეობა ადასტურებს, რომ პირობითი საზღვრის მონიშვნა ორი კვირის წინ მოხდა. ამ მავთულხლართებმა გაყვეს მოსახლეობის სახნავ-სათესები და მდინარეები. შიდა ქართლის გუბერნატორი მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს, როგორც ანდრო ბარნოვი აცხადებს მარტო გუგუთიაანთკარს 100 ჰექტარი მიწის ფართობი აქვს მოჭრილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
- რუსების მხრიდან პირობითი საზღვრების მონიშვნა ორი კვირის წინ არ დაწყებულა, ასეთი ფაქტები 2012 წლიდან ხდება და ამის მაგალითია სოფელი დვანი. აკაკი კვალაშვილის სახლი სოფელ დვანში 1 წლის წინ ისე შეღობეს, სამჯერ ცხინვალის ციხეში მოხვდა. ახლა საკუთარ სახლს შორიდან უყურებს, ზემოდან კი რუსები დასცქერიან. ხალხის განცხადებით მათი სოციალური მდგომარეობა ძალზედ რთულია და ყურადღებას ითხოვენ, რადგან ახლა მათ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

4
416
10-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
416
  
2013, 19 მარტი, 3:01
სათქმელი არავის არაფერი არა აქვს? უინტერესო თემა ყოფილა თურმე.თუ ასე გავჩუმდებით ის საზღვარიც აღარ იარსებებს და ტიფლისის გუბერნიად გადაიქცევა საქართველო.
2013, 18 მარტი, 17:04
ეხ მოვლენ ესენი თბილისამდე :(
2013, 18 მარტი, 11:11
წერან ასო შემეშალა სათაურში იმიტომ წავშალე
0 1 4