x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქეთა თოფურია: "მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია"

imageბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, "ერისიონის" ვიზიტმა კრემლში, ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა და ქეთა თოფურიას გათხოვებამ წინ წამოსწია დაახლოებით ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი-ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. სწორედ ამ სიმღერის გამო ქართველებმა ქეთა მოღალატედ შერაცხეს. მომღერალი კი განმარტავს, რომ ის მომღერალია, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა პოლიტიკისთვის. პოლიტიკა ჩემი საქმე არასდროს ყოფილა და არ მინდა ამ დაპირისპირების მსხვერპლი გავხდეო. ქეთა ირწმუნება, რომ პუტინის მხარდასაჭერ აქციაზე სიმღერა მხოლოდ მასზე არ ყოფილა დამოკიდებული და ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ბედი სულაც არ ადარდებს.image"მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს - თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო... გულწრფელად გეტყვით, უდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია...image
ამიტომ არავინ თქვას, რომ ჩემს ადგილას ჩემოდნებს ჩაალაგებდა, შვიდ წლიან დაუღალავ შრომას, უძილობას დაივიწყებდა და დაუფიქრებლად იტყოდა უარს ყველაფერზე... ვერავინ დამაჯერებს ამას... რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს, მას პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოლიტიკა და პოლიტიკური შეხედულებები კი სულ სხვა თემაა, რომელშიც მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი"-გვიამბობს ქეთა. მომღერალი უკვე გათხოვდა, მისი რჩეული ებრაელი ბიზნესმენია. წყვილი 3 წელია უკვე ერთადაა, სულ ცოტა ხნის წინ კი დაოჯახება გადაწყვიტეს. ხმები ვრცელდება, რომ ქეთა უკვე ორსულადაა, თუმცა მომღერალი ამ ფაქტს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. image

1
622
11-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
622
  
2013, 24 მარტი, 15:39
მიყვარს ძალიან და წარმატებებს ვუსურვებ...ეს ადამინი მომღერალია და მრერის იქ სადაც უფრო მეტად დააფასეს და მისცეს საშუალება კარგად ეცხოვრა და ნურავინ დადებს თავს პატრიოტიზმზე,საქმე საქმეზე რომ მიდგება ყველა მოღალატეა,პატრიოტების და გმირების საუკუნე არარი 21_ე...
0 1 1