x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თევზის სუპი
imageმასალად საჭიროა:

ზუთხი - 1კგ

მწვანილი - 1პატარა კონა

დაფნის ფოთოლი - 3ცალი


მიხაკ-დარიჩინი - 1/2ჩ/კ

მარილი - გემოვნების მიხედვით

7ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, მწვანილი, მიხაკ-დარიჩინი და ცოტა მარილი. შემდეგ ამ წყალში მოვხარშოთ კარგად გარეცხილი ზუთხი. ვადუღოთ; დუღილის დროს ხშირად მოვხადოთ ქაფი. როდესაც თევზი მოიხარშება, ამოვიღოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და გავაცივოთ. შემდეგ დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად, ჩავაწყოთ გაწურულ სუპში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.ამ სუპთან ერთად საჭიროა მივიტანოთ თხლად დაჭრილი ლიმონი.


0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0