x
ორი ბიჭის ამბავი
image



„თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი ერთს მაინც.“

„წადით სახლში და მთელი გულით შეიყვარეთ ოჯახი.“
დედა ტერეზა



- გამარჯობა!


- გაგიმარგოს!

- რა გქვია?

- ალბათ, სახელიც აღარ მაქვს, უბრალოდ, მაწანწალა!

- რატომ?

- ეს მერე იყოს, ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ და დავმეგობრდეთ.

ასე დაიწყო ერთი დღე, როდესაც გიორგი სახლიდან გაიქცა დედაზე გაბრაზებული და ქუჩაში გავიდა. იქ კი ერთ ბიჭს შეხვდა.

- სახლი გაქვს?

- არა.

- მე მაქვს, მაგრამ ალბათ დღეიდან აღარ. მომიყევი, როგორ ცხოვრობ, ან სად.

- არსად. ხან სად ვიძინებ, ხან სად. მოდი სადმე წავიდეთ.

ბავშვები პარკისკენ წავიდნენ. დსახდნენ სკამზე და ერთმანეთს თავთავიანთ ამბებს უყვებოდნენ. ისე შემოაღამდათ, ვერც გაიგეს. მოშივდათ. გიორგის სახლიდან ცოტა ფული ჰქონდა წამოღებული. რაღაც-რაღაცეები იყიდეს და დანაყრდნენ. იმ დღეს გახარებული იყო გიორგი. სახლი არც გახსენებია. მეგობარიც შეიძინა. თავისუფლადაც იყო. არავინ ეუბნებოდა: „ძილის დროა! ადგომის დროა! იმეცადინე! არსად წახვიდე!“

ასე გავიდა ერთი კვირა. ბავშვები დადიოდნენ, მათხოვრობდნენ, ფულს შოულობდნენ, ჭამდნენ. თითქოს არაფერი აკლდათ. გიორგი მხიარული იყო, მაგრამ...

რა ხდებოდა გიორგის სახლში?

მშობლებმა სად აღარ ეძებეს. ვერსად მიაგნეს.ნერვიულობდნენ. დედას მაინც თითქოს რაღაც ძალა კარნახობდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ამ იმედითღა ცოცხლობდა.

ერთ დღესაც კარი გააღეს და დაინახეს ორი ბავშვი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ. თავიდან ორივე მათხოვრები ეგონათ. ჭუჭყიანი და დახეული ტანსაცმელი ეცვათ. უცებ დედამ შეჰკივლა:

- გიორგი, გიორგი დაბრუნდა!

გულში ჩაიკრა ერთ-ერთი. მეორე ბიჭი წასვლას აპირებდა, მაგრამ გიორგიმ შეაჩერა და დედას უთხრა:

- დედა, დღეიდან ეს ჩემი ძმა იქნება!

ოჯახი ენდო გიორგის და შვილად მიიღო მაწანწალა. სახელად დათო დაარქვეს. ამის შემდეგ გიორგის წასვლა აღარასოდეს უნატრია და მთლიანად შეიცვალა. სწავლასაც მოუმატა და მშობლებსაც უჯერებდა, დათოც ძალიან კარგი ბიჭი გამოდგა. ისიც მიიყვანეს სკოლაში და ერთად მეცადინეობდნენ.

გიორგის რწმენაც დაუბრუნდა, ეკლესიაში სიარულსაც მოუხშირა. ლოცვითაც ხშირად ლოცულობდა და თან ფიქრობდა:

„ღმერთო, ნუთუ რაღაც ცუდი და სანერვიულო უნდა განიცადო, რომ მიხვდე რა გინდა ცხოვრებაში. და მაინც, ეს დღეები ცუდად არ მახსენდება, რადგან მე ჩემი თავი ვიპოვე, დათოს სახით ძმა შევიძინე და თანაც, ისიც სწორ გზაზე დავაყენე.

სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა, რომ მოვალეობების თავიდან აცილების მიზნით სადღაც გავრბივართ, არც ვიცით სად, არც არავის და არაფერს ვუწევთ ანგარიშს. ეს იმიტომ რომ რწმენის ნაკლებობას განვიცდით. ამ შემთხვევაში მე დავბრუნდი და რწმენაც გამიჩნდა. რომ არ მივმხდარიყავი, ხომ შეიძლება მეც ბოლომდე მაწანწალა დავრჩენილიყავი და ცხოვრების აზრიც დამეკარგა. დათოსაც რა ეშველებოდა...

ალბათ ახალგაზრდებმა ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ გაქცევა გამოსავალი არაა და რომ პირიქით, რაც მეტი მოვალეობა გვექნება და რაც მეტ ადამიანს დავაბრუნებთ სწორ გზაზე, უკეთესია.“


ალექსანდრე რაზმაძე

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0