x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
მისტიკური ლექსები

image


მისტიკა
ღამით ამ ლექსს წაიკითხავ დაიხრჩობი შიშში
და თუ კითხვას დაასრულებ თან გაგყვება შიში ჯიშში
შენ ბოროტი მუდამ გახსოვს და ღმერთი კი მხოლოდ ჭირში
მუდამ ასე გაგრძელდება, ჩაგიჯდება შავი წილში
შენი სულიც იმარხება ბნელი ღამის წყვდიად ნისლში
მარადისად გაგრძელდება შეგაშინებს მუდამ ძილში


მცდარი ფიქრი ჩემს მიმართ
ალბათ ფიქრობთ არ მეკუთვნის ზეცა
ალბათ ფიქრობთ რომ ეს გიჟი ლექსებს ეცა
ფიქრობთ ალბათ რომ დავიწყე ნადირობა მგლებზე
და თვალს ვხუჭავ უნამუსო გველთა გესლზე
მე სულ ვიბრძვი უსინდისო ძმებთა ხვედრზე
მე ნუ განმსჯით თავი ნახეთ, გულში წმინდა შეინახეთ


ავი მუდამ მეძებს
ღამით მაჯლაჯუნებმა გამაღვიძეს, მკითხეს რა მინდა
რად არის ჩემში პატარა გრძნობა, და ისიც წმინდა
მე ვუპასუხე რომ დროს დაკარგვა ჩემთან არ ღირდა

და დამიჯერეს, გაუჰყვნენ გზას იქ სადაც წვიმდა


ცოდვილი მე
მე დავიწვები ცეცხლში რომელიც
დაანთო ავმა დაანთო შავმა
ყველას დახოცავს ბოროტი გვალვა
და დედამიწას წალეკავს ტალღა
მივყვები ცხოვრების დინებას ნელა
ყველა გაივლით ჩემთან კი ბნელა
მე არ მჭირდება არავის შველა
უცხოა ჩემთვის კეთილი შვება



მწარე რეალობა
ხალხის ცოდვა შიშით ბოდვა
ღამღამობით ჩუმად ლოცვა
ამაოა ჩვენთვის ღმერთი
მაგრამ არის ერთადერთი
აქ ხომ ყველა ცოდვილია
თანაც ყველა ბოდვილია
არავინ თქვას ეს ცხოვრება არად ღირდა
სხვას ნუ უსმენთ, ჩაიკალით გულში ვირთხა!!!.


THE ბუნება
თქვენ გგონიათ არ არსებობს ზებუნებრივი ძალა
მოვა დრო და აღშფოთდებით რომ გაიგებთ ამას
ფარულია მაგრამ ვატყობ ემსგავსევით ჯალათს
მე მჯერა რომ თქვენ ერთმანეთს აპატიებთ ღალატს
არ აყვებით ბოროტ ხმას და ჩუმჩუმელა თამაშს
თქვენც ასევე შეგინდობენ თუ არ ესვრი ცოდვილს ტალახს


სიყვარული ბლეფია
სიყვარული ნუ გგონია რწფელი გრძნობა
მასზე ფიქრით გემუქრება ტვინის ხმობა
გოგოსათვის დაიწყება ძმებში მტრობა
აზრს ჩაწვდები? გვიანია! გელოდება მხოლოდ გლოვა
შენ კაცობად მიგაჩნია თოფის სროლა
ამ სროლაში განწირული ხალხის გროვა
კისერზეა მხოლოდ შენზე და არასდროს ფიქრობ ღმერთზე
მრისხანეა მაგრამ ამ დროს ის ხომ მუდამ ფიქრობს შენზე
განვითარდი და ამაღლდი ნუ იფიქრებ მხოლოდ ერთზე
გოგოსადმი სიყვარული?! ნაფიქრია კარგად ბლეფზე!




ბოროტებად დანახული სიკეთე
ჩემი სიკეთე იყო თეთრი და ადვილად დასანახი
მაგრამ მაიძულეთ გამეხადა მე ის დასამარხი
შემეშინდა ვერ დავმარხე და დავფარე ცინიზმით
გადავწყვიტე მემოძრავა უკვდავების თილისმით
იმიტომ რომ თქვენ მომკლავდით ინ-იანის შავი ქვით
ვეღარ მომკლავთ თქვენზე წინ ვარ მუდამ მარად 2 სვლით


სიტყვა მჯერას აღარ მჯერა
მე მჯერა რომ დავწერ ისეთ ლექსს
ცხოვრებაზე ჩავაფიქრებ ღმერთს
ჰუმანურს და კეთილს გავხდი მკვლელს
და ჟირს ლხინად გადავუქცევ ჩემს მორწმუნე ერს
კაცობით და ერთგულებით დავამარცხებთ მტერს
ამ ბოლო დროს სიტყბა მჯერა შეეჩვია ბლეფს



ეშმაკის წყევლა
შევიტყვე უცებ ლოცულობს ყველა
პრეზიდენტი თუ უბრალო გლეხი
და გავიფიქრე რომ აღარ ბნელა
მოინანიეს მათ ყველა გრეხი
მიმოვიხედე ჩუმ-ჩუმად ნელა
მე შევამჩნიე ბოროტის ზნექი
ავხედე ზევით და მოდის ელვა
ილუზიაა და მხოლოდ ბლეფი
ეხება ბოროტს შავ-ბნელი წყევლა
ამოსდის უკვე წითელი რქები


ლექსები ეკუთვნის ლუკა გოგლიძეს... და არავის აქვს მითვისების უფლება...















1
224
9-ს მოსწონს
ავტორი:informator
informator
224
  
2013, 19 მარტი, 19:42
საღოლ ძმა ^_^
0 1 1