x
image
ბადრი ანთია
კარდიო ვარჯიში

imageკარდიო ვარჯიში
რა თქმა უნდა 3 ჯერ ვარჯიში ჯობია 1ს, მაგრამ ყოველ დღიური კარდიო ვარჯიში უნდა იყოს დროებითი, რომელსაც გამოვიყენებთ ცხიმების დასაწვავად. მას შემდეგ რაც მივუახლოვდებით სასურველ შედეგს, ყოველ დღიურიდან უნდა გადავიდეთ კვირაში 3 ვარჯიშზე, რათა ჩვენმა ორგანიზმმა ადაპტაცია არ მოახდინოს, თორემ მოგვიწევს დღეში 2 ჯერ სირბილიც კი რომ წონა შევინარჩუნოთ. მაგრამ დამწყებებს შეგვიძლია არ ვინერვიულოთ რადგან ადაპტაციამდე ძალიან შორს ვართ. თუ სხეულს ზედმეტი ცხიმი აქვს (მამაკაცებში 15%ზე მეტი და ქალებში 25%ზე მეტი) მაშინ, რაც მეტს გავაკეთებთ მით უკეთესი.
კლასიკური კარდიო ვარჯიში იყოფა 4 ტიპად:
1. დილის, ცარიელ კუჭზე
2. დილის, უკვე ნაზაუზმევზე
3. საღამოს
4. საღამოს კარდიო ვარჯიში, ძალისმიერის შემდეგ
გლიკოგენი - სწრაფი საწვავია, რომელიც კუნთებშია და მზადყოფნაშია მომენტალური გამოყენებისთვის. თუ ჩქვენ გავირბინეთ 100 მეტრი, ცხიმი არ დაგვიწვავს, არამეთ გლიკოგენი. გლიკოგენი გვაგრძნობინებს თავს მხნედ, საღად, ძლიერად და კუნთებს სიმკვრივეს მატებს. მისი არქონისას კი მოდუნებულად, სუსტად და ყოველგვრარ სურვილს გვაკარგვინებს მოძრაობისას.
იმისათვის, რომ პირდაპირ ცხიმი დავწვათ, უნდა ამოვწუროთ გლიკოგენი, რაც გახსნის ენერგიის სარეზერვო წყაროს ცხიმის სახით.
გლიკოგენის ამოწურვის არაერთი ხერხია:
1. ვაკეთოთ კარდიო ვარჯიში საკმაოდ დიდხანს ( დაახლოებით 20 წუთის შემდეგ იწყება ცხიმების წვა)
2. ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ გლიკოგენი ამოწურულია
3. დილიას, ცარიელ კუჭზე გლიკოგენი ნულის ტოლია.
დილის კარდიო ვარჯიშის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს ( გახურება რომ არ ჩავთვალოთ)
ყველა ვარჯიშს აქვს მისი პრიორიტეტი და უარყოფითი მხარე.
დილის კარდიო ვარჯიშის პრიორიტეტებია : მთელი დღე მხნედ ყოფნა, ცხიმის წვა გრძელდება მთელი დღის განმავლობაში (საღამოსგან განსხვავებით, რადგან ვიძინებთ), ბევრად მარტივია დილას დროის გამონახვა ( მაღვიძარას ერთი საათით უკან გადაწევით), შედარებით მეტი ცხიმი დაიწვება ვარჯიშის დროს და ნაკლები ენერგია დაიხარჯება (საღამოს ვარჯიში უფრო ღლის ორგანიზმს). მისი ნაკლი კი ისაა, რომ დილას გაღვიძება ყოველთვის მარტივი არაა.
დილის კარდიო ვარჯიში, ჭამის შემდეგ გავს საღამოსას, მაგრამ აქვს ბონუსი ის, რომ მთელი დღე წინაა და ცხიმების წვა გაგრძელდება დღის ბოლომდე.( ვარჯიში9-10 საათისთვის, როცა ნასაუზმევი გვაქვს 7-7.30 სთ-ზე)
ჭამის შემდეგ, დილის კარდიო ვარჯიშის პრიორიტეტებია : ასევე მხნედ ყოფნა და მომატებული მეტაბოლიზმი დღის განმავლობაში. ნაკლი ისაა, რომ რთულია გრაფიკის დაცვა.
შედეგ... საღამოს კარდიო ვარჯიშის დროს ცხიმები იწვის 20-25 წუთის შემდეგ, როდესაც გლიკოგენი ამოიწურება. სადღაც 45-50 წუთი რო ვივარჯიშოთ კარგია.
რაც, შეეხება საღამოს კარდიო ვარჯიშს ძალისმიერის შემდეგ.
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ გვჭირდება 10-15 წუთი აზრზე მოსასვლელად. სასურველია დავლიოთ ცოტა წყალი . ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ კარდიო ვარჯიში. გახურება არაა საჭირო 30-35 წუთი კი სავსებით საკმარისია.
მაგრამ ცოტა რთულია ძალისმიერის შემდეგ კიდევ ვარჯიში, ასევე 1.30-დან 2.00 მდე დროის გამოყოფა საღამოს.
შევეცადე მაქსიმალურად მომეწოდებინა ინფორმაცია, შემდეგ ჯერზე ( როგორც მოვიცლი) პროგრამაც შევადგინოთ. მეც იმ პროგრამით დავიწყებ რო მენდოთ

0
1762
3-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
1762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0