x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თირკმლების სუპი მჟავე კიტრით
imageმასალად საჭიროა:

ძროხის ხორცი - 1კგ
ძროხის თირკმელები - 400გრ

სტაფილო - 4ცალი
ხახი - 2თავი

ოხრახუშის ძირი - 3ცალი
საშუალო ზომის მჟავე კიტრი - 3ცალი


კვერცხი - 2ცალი

მარილი - გემოვნების მიხედვით

მოვხარშოთ 1კილოგრამი ხორცის ბულიონი, შიგნით ჩავახარშოთ ხახვი, სტაფილო და მწვანილი. შემდეგ ერთიანად გავწუროთ. ცალკე ქვაბში მოვშუშოთ თირკმელები, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი გაფცქვნილი მჟავე კიტრი, დავასხათ 1ჩაის ჭიქა კიტის ჩანამჟავები წყალი. სუფრაზე მიტანის წინ ჯერ ავთქვიფოთ 2კვერცხის გული რამდენიმე კოვზი არაჟნით, შიგ ჩავაწყოთ მოშუშული თირკმელები კიტრით, ზედ დავასხათ ბულიონი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან ქინძი.



0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0