x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ლამბორჯინი Aventador გახდება ეგზოტიკური ლიმუზინი
ბრიტანელებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ სუპერმანქანა ლიმუზინი და უკვე შექმნეს კიდეც კომპიტერული მოდელი ამ იდეის.

image

რეალურად ავტომობილი ჯერ შექმნილი არ არის მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდება ლონდონის ქუჩებში. კომპანია Cars For Stars სურს შექმნას ავტომობილი VIP მომხმარებლებისათვის, იტალიური სუპერმანქანის ლამბორჯინის ბაზაზე, მისი 12 ცილინდრიანი ძრავით.

image
შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც მოუნდება ასეთი ავტომობილით სიარული და მზად იქნება გადაიხადოს შესაბამისი თანხაც.


image

როგორც ლიმუზინს შეეფერება სალონში დამონტაჟებულია დიდი პლაზმური მონიტორი, დამატებითი სავარძლები ელექტრონული გათბობით, მაცივარი და პრემიუმ ხარისხის აუდიო სისტემა.

image

ჩვეულებრივი ლამბორჯინი Aventador აღჭურვილია 12 ცილინდრიანი 6.5 ლიტრიანი სპორტული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 700 ცხენის ძალას. ასევე მანქანის 4 თვალი გამწევია და ძრავის სიმძლავრე გადაეცემა 7 სიჩქარიანი რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფით. ის 100 კილომეტრ-საათ სიჩქარეს 2.9 წამში ანვითარებს და მაქსიმალური სიჩქარე ელქტრონულად არის შეზღუდული 350 კილომეტრ-საათზე.

ახალი ლიმუზინის ტექნიკური მონაცემები ჯერ უცნობია, მაგრამ შემქმნელები გვპირდებიან რომ ეს მანქანა იქნება ერთ ერთი ყველაზე კომფორული და წრაფი ლიმუზინი მსოფლიოში.

2
49
7-ს მოსწონს
ავტორი:რადარი
რადარი
49
  
2013, 14 მარტი, 14:23
მაგარია!
2013, 14 მარტი, 14:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2