x
image
ვიზა კოხაძე
თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი იხსნება
image
ხვალ 15 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელზეც უამრავი სტუმარია მოწვეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, კონცერტზე ანსამბლი"შვიდკაცა" და "სიმებიანი კვარტეტიც" გამოვა.ოქიტაშვილის თქმით, საზოგადოება თამარ გვერდწითელზე გადაღებულ 10 წუთიან დოკუმენტურ ფილმსაც ნახავს, რომელშიც მომღერლის მთელი ცხოვრებაა ასახული ღრმა ბავშვობიდან დღემდე და არის კადრები, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის პირველად გახდება ცნობილი.

image კონცერტის რეჟისორი გახლავთ დავით დოიაშვილი, რომელმაც დღეს საზოგადოებას ერთი საიდუმლო გაუმხილა, რომ ხვალ სოლო კონცერტზე მისულ ყველა სტუმარს მოუწევს წითელ ხალიჩაზე გავლა.

image

კონცერტის დასასრულს საზოგადოება გახდება კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავის გახსნის თანამონაწილე, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ადრე უნდა მომხდარიყო ჩვენს სინამდვილეში, რადგან მომღერალმა


თამარ გვერდწითელმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრების გზა ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში გაატარა. იქედან დაიმკვიდრა სამუდამო პოპულარობა და აღიარება, თუმცა ქალბატონ თამარს დიდება ჩვენს ბედკრულ საქართველოშიც არ აკლდა.image

თამარ გვერდწითელი ყველა თაობის საყვარელი მომღერალია თავისი გამორჩეული ხმის ტემბრით.მისი რეპერტუარი განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს გადმოსცემს ჩვენს ქვეყანაზე და განსაკუთრებით მის სათაყვანებელ თბილისსზე.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები საუბრობენ, ხვალინდელი სოლო კონცერტის პირველი ნაწილში სწორედ ქართული სიმღერები იქნება აჟღერებული და თითოეული სიმღერა ცოცხლად შესრულდება.image

დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენთაგანი გულრწფელად ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენს სათაყვანებელ ვარსკვლავს.

0
94
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0