x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ახალი რომის პაპის ვინაობა უკვე ცნობილია, ბევრი საინტერესო ფაქტი მის შესახებ

imageრომის პაპი კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად და ეკლესიის წინამძღვრად. რომის პაპს კარდინალი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით. სულ ცოტა ხნის წინ კი პირველად მსოფლიოს ისტორიაში ბენედიქტ მეთექვსმეტემ პოსტი დატოვა. 28 თებერვლის დილას ბენედიქტ მეთექვსმეტემ, პაპის ამპლუაში, უკანასკნელად მიიღო ას კარდინალზე მეტი ვატიკანში, უკანასკნელად გაიხედა ფანჯრიდან და რეზიდენციასთან შეკრებილი მლოცველები დალოცა. პაპი ცხოვრებას კასტელ განდოლფოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ 85 წლის რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-მ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ასაკისა და დაღლილობის გამო მიიღო. დღეს კი სიქსტის კაპელაში შეკრებილმა კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს.image

სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი რომის პაპის ვინაობა გახდა ცნობილი. მისი სახელია Jorge Mario Bergoglio და 76 წლისაა. ის პირველი პაპია, რომელიც წარმოშობით ლათინური ამერიკიდანაა. ჯერ კიდევ 2005 წელს ვრცელდებოდა ჭორები, რომ Jorge Mario Bergoglio პაპი გახდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ის იტალიელი ემიგრანტების შვილია, მამამისი რკინიგზის თანამშრომელი გახლდათ. პაპი საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. ის ოჯახთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობს ჩვეულებრივ სახლში და ავტობუსით მგზავრობს. ის ქიმიკოსია, ასევე შესანიშნავი მზარეულიც გახლავთ, უყვარს ოპერა, შექსპირი და დოსტოევსკი, კარგი მოცურავეა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ფილტვების პრობლემები ჰქონდა. მან პირველი კენჭისყრით 10, მეორით 35, მესამით კი 40 ხმა მიიღო. image

9
561
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
561
  
2013, 15 მარტი, 1:33
მსოფლიოს ისტორიაში პირველი არ იყო ბენედიქტეს გადადგომაა.... ძალიან ცოტა მაგრამ იყო მაინც რამდენიმე შემთხვევა
2013, 14 მარტი, 22:16
"ახალი რომის პაპი" არა - რომის ახალი პაპია სწორი ფორმა
2013, 14 მარტი, 18:39
WINA PAPI RATZINGERI GADADGA DAGLILOBIS MOTIVIT,RASAC KATOLIKURI MREVLI UARYOPITAD SHEXVDA.MATI TQMIT PAPS ARA AQVS DAGLILOBIS MOTIVIT WASVLIS UFLEBA RAGDANAC SULIERI MAMAA.INTERNETSHI GAVRCELDA FOTOEBI SADAC YOPILI PAPI RACINGERI IXILES HITLERTAN ERTAD MIS MXARDAMCHERTA MOWINAVE RIGEBSHI,AMIS SHEMDEG GAAKETES RAMDENIME SKANDALURI GADACEMAC ITALIIS WAMYVANMA SATELEVIZIO ARXEBMA.AMIS SHEMDEG PAPI GAMODIS TELEVIZIIT DA ACXADEBS ROM GADAIGALA DA TOVEBS VATIKANS.CHIESA DI SAN PIETRO ANU WMINDA PETRE MOCIQULIS EKLESIA SADAC PAPI ATAREBS MESAS,ASHENDA 1506 /1526 WW.AXALI PAPI ROMELSAC FRANCHESKO UWODES ARGENTINELIA.AQVS ITALIURI GVARI,RADGANAC ARGENTINASHI DA BRAZILIASHI CXOVROBEN ITALIELI EMIGRANDEBIS DIDI NAWILI,TITQMIS 30 WELI EMSAXUREBA KATOLIKUR EKLESIAS. PAPIS ARCHEVISAS WMINDA PETRES EZOSHI UAMRAVI PILIGRIMI IYRIS TAVS SXVADASXVA QVEYNIDA DA TRADICIIIS MIXEDVIT ELODEBIAN TETR KVAMLS SAKVAMURIDA,RAC IMIS MANISHNEBELIA ROM KARDINALEBIS UMRAVLESOBAM AIRCHIES PAPI.MASALEBI RAZINGERIS PHOTOS SHESAXEB NAXAV INTERNETSHI.RATZINGER CON HITLER
2013, 14 მარტი, 17:03
5 საუკუნის წინ იყო..
2013, 14 მარტი, 16:59
კურიერში მე5 თქვეს...
2013, 14 მარტი, 15:20
მეორე შემთხვევა იყო..
2013, 14 მარტი, 14:09
სტატაია კარგია, მაგრამ ერთი შეცდომაა, პირველი არა მე5 შემთხვევა იყო როდესაც პაპი გადადგა...
2013, 14 მარტი, 12:56
კარგიიი სტატიიაა
0 1 9