x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სუპი ხინკალით
imageმასალად საჭიროა:

ცხვრის ხორცი - 1კგ

ქონი - 100გრ

პურის ფქვილი - 400გრ


კვერცხი - 1ცალი

ხახვი - 3თავი

დაფნის ფოთოლი - 3ცალი

ძმარი - 1/3ჩაის ჭიქა

შავი პილპილი, ოხრახუში და მარილი - გემოვნების მიხედვით.

400გრ პურის ფქვილისაგან მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი. ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები, ძვლებისაგან კი მოვხარშოთ ბულიონი. რბილი ხორცი და 100გრ ქონი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ამავე მანქანაში გავატაროთ ხახვი და მწვანილი. შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. ძვლებისგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავახარშოთ ხინკლები, რომლის დამზადები წესი ასეთია: მოზელილი ცომი გავშალოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე; თხლად გაშლილ ცომზე დავაჭიროთ ჩაის ჭიქის პირი და ამოვჭრათ რგოლები; თითოეულ რგოლზე დავადოთ თითო ჩაის კოვზიხორცის სატენი, ხორცის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის ცილა და ისე შევკრათ, რომ მივიღოთ ნახევარწრე. ეს ხინკლები სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ ბულიონში და ვხარშოთ 15-20წუთის განმავლობაში.


0
222
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სესილი
სესილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0