x
image
ვიზა კოხაძე
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაგეგმილი აქცია გამართეს
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით აქციებს მართავენ დღეს 14;00საათზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.აღნიშნული აქცია მათ წუხელ ღამით სატელევიზიო თოქ-შოუ "პოზიციაში" უნივერსიტეტიდან პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დროს გააკეთეს, როდესაც გადაცემაში აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო მოწვეული.

დილიდან სტუდენტების დიდი არმია შეიკრიბა თავისუფალი უნივერსიტეტის, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ეს უკანასკნელი კი დღევანდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ცენტრია.imageimage









სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტს და თავიანთ მიმართვაში, რომელიც მათ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელეს, მოუწოდებენ ყველას მონაწილეობა მიიღონ დღევანდელ აქციაში, რათა მომავალშიც არ გამორიცხავენ მსგავსი უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღებას.

სტუდენტთა მეორე ნაწილი ბრიფინგებს მართავენ სხვადასხვა პრესკლუბებში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადანაშაულებენ ბაზების დაბლოკვაში.ამ თემაზე განცხადებები ვრცელდება აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის მხრიდანაც, ის, რომ ჯერ კიდევ ავტორიზაციის გაუქმებამდე მოხდა ბაზების დაბლოკვა განათლების სამინისტროს მიერ.image


პრობლემების დაზუსტებისა და მოგვარების მიზნით პროცესებში აქტიურად ჩაერთო სახალხო დამცველი ბატონი უჩა ნანუაშვილი, რომელიც ითხოვს დამოუკიდებელად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ და მიუთითებს ყველა დაინტერესებულ მხარეს -გამოირიცხოს ყოველგვარი პოლიტიკური ჩართულობა და დაცული იქნას კანონის უზენაესობა, ყველაფერი უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში.მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი დასკვნას აგრარული უნივერსიტეტის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.image


image


მიმდინარე აქციის ფონზე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი განათლების მინისტრს შეხვდა, სადაც მწვავე დაპირისპირება მოხდა საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მინისტრ მარგველაშვილს შორის. თითქოს მიაღწიეს შეთანხმებას, სადაც გამოიკვეთა ორი ძირითადი საკითხი:1)სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს დაუკავშირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ერთად გაივლიან ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლებს და დაისახება აღმოფხვრის გზები.2)რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა მოხდეს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენა.

image საინტერესოა როგორ დასრულდება და რა შედეგს გამოიღებს სტუდენტთა დღევანდელი აქცია, რომელთა აქტივობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა უნდა განსაზღვრონ განათლების პოლიტიკა საქართველოში.სტუდენტები ყოველთვის იყვნენ და მუდამ იქნებიან საქართველოს როგორც თანამედროვე, ისე უახლეს ისტორიაში ყველაზე ურყევი და მტკიცე ძალა ქართული საზოგადოებისა.მინდა დავიჯერო, რომ გაიმარჯვებს გონიერება და უახლოეს მომავალში აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგება.








0
18
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0