x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ჰელმანდში ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ

image- თავდასხმა ქართულ კონტიგენტზე ავღანეთში. ჰელმანდის პროვინციაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი პატრულირებიდან ბრუნდებოდნენ. ჯარისკაცებმა მოულოდნელი შეტევა უდანაკარგოდ მოიგერიეს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქართული კონტიგენტი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს თალიბთა თავდასხმებმა შესამჩნევად იკლო.

- თავდასხმა ჯარისკაცებზე ქვეითად პატრულირებისას მოხდა. სოფელ შაბანთან ტერიტორიის შემოწმების დროს, პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებს, სოფელთან მდებარე გამოქვაბულიდან ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ, ხოლო როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ქართველი სამხედროებიდან არავინ დაშავებულა. თავდასხმის შემდეგ ქართველმა სამხედროებმა სოფლის პატრულირება გააგრძელეს. ჯარისკაცებმა სოფლის უხუცესთა საბჭოზე ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ჰუმანიტარული მისიის განხორციელება, სპეცოპერაციების პარალელურად, აისაფის ოპერაციის მთავარი შემადგენელი ნაწილია. როგორც ცნობილია ჯარისკაცები, ადგილობრივ მოსახლეობას, დახმარებას ინტენსიურად უწევენ. ადგილობრივებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, სამხედროებს თალიბების გადაადგილებისა და მათი შესაძლო დისლოკაციის ადგილებზე ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.

1
84
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
84
  
0 1 1