x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი 12 მსახიობი, რომელთაც ოსკარი არ აუღიათ
ოსკარი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიაა მთელს მსოფლიოში. იგი ყოველი წლის 24 თებერვალს იმართება. ამ დღეს ყველა, ვისაც კი რაიმე კავშირი აქვს კინოსამყაროსთან, სულმოუთქმელად მოელის. მსოფლიოს კინო ვარსკვლავებისთვის უმაღლესი მიღწევაა "ოსკარის" მიღება. ბევრი ვარსკვლავი უკვე ფლობს ამ პატარა ქანდაკებას. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არიან ცნობილი მსახიობები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში, მაგრამ მათთვის ეს ჯილდო ჯერ კიდევ მიუწდომელ ოცნებადაა ქცეული.

image
ლეონარდო დი კაპრიო
-ძალიან გასაკვირია, რომ ამ ვარსკვლავმა ჯერ კიდევ ვერ აიღო "ოსკარი". მსახიობს ნათამაშები აქვს 30-ზე მეტ ფილმში. მრავალჯერ იყო ნომინირებული "მამაკაცის საუკეთესო როლისთვის", მაგრამ "ტიტანიკში" შესრულებული როლისთვისაც კი არ ერგო ეს ნანატრი ჯილდო. გარდა ამისა სამჯერ იყო წარდგენილი "მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის" შესრულებისთვის.

image

ბრედ პიტი პლანეტის საურველი მამაკაცების რეიტინგში ყოველთვის ლიდერობს. მაგრამ მისმა სექსუალურობამ მაინც ვერ მოუპოვა "ოსკარის" ქანდაკება. სამჯერ იყო ბრედ პიტი წარდგენილი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის-1996წელს, 2009 წელს და 2012 წელს.image


ჯენიფერ ენისტონი-სერიალი "მეგობრები"-სთვის ჯენიფერს აღებული აქვს "ემმი" და "ოქროს გლობუსი". უამრავ პოპულარულ კომედიურ ფილმებში მონაწილეობის მიუხედავად, მას არ მიუღია

"ოსკარი".

image
რიჩარდ ბერტონი-ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი შვიდჯერ იქნა წარდგენილი "ოსკარზე", მაგრამ ერთხელაც კი ვერ შეძლო ამ პრემიის მიღება. 60-იან წლებში ბერტონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მასახიობი

image
კამერონ დიასი
-სამ ათეულზე მეტ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ არცერთი არ იყო "ოსკარზე" ნომინირებული.image


ჯიმ ქერი-არასოდეს არ ყოფილა წარდგენილი "ოსკარზე".


image
ელენა ბონემ კარტერი-ორჯერ იყო ნომინირებული კინოპრემიაზე.image
სარა ჯესიკა პარკერი-მსახიობმა მთავარი როლის შესრულებისთვის სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ოთხჯერ აიღო "ოქროს გლობუსი", მაგრამ "ოსკარამდე" ჯერ კიდევ ვერ მივიდა.image

პირს ბროსნანი-ცნობილი ირლანდიელი მსახიობი, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლით გაითქვა სახელი. ამ როლმა მას დიდი შემოსავალი და წარმატება მოუტანა, მაგრამ "ოსკარზე" არ ყოფილა წარდგენილი.image

ჯულიანა მური-ოთჯერ იქნა წარდგენილი ამ პრემიაზე, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გახდა ქანდაკების მფლობელი

image
ანტონიო ბანდერასი
-ესპანელი მაჩო, რომელმაც ჰოლივუდის აღიარება ჰპოვა. იგი ორჯერ იქნა წარდგენილი "ოსკარზე", მაგრამ უშედეგოდ.image

ჯონი დეპი-სამჯერ იქნა ნომინირებული ოსკარზე. მიუხედავად მისი პოპულარობისა და ნიჭიერებისა იგი დღემდე ამ პრემიის გარეშეა დარჩენილი.


2
2848
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2848
  
2013, 18 მარტი, 10:20
მართლაც ძაან მაგარიი მსახიობები არიიან დარ\ცენილები ოსკარიის გარეშე მაგრამ ალბაათ როო დაბერდებიიან ან როო მოკვდებიან მაშიინ მისცემენ როგორც იციან ხოლმეეე :დდ
2013, 11 მარტი, 14:46
ჯიმ ქერის რომ ოსკარი არ ექნება სირცხვილია ძალიან მაგარი მსახიობია ♥
0 1 2