x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით
imageმასალად საჭიროა:

საშუალო ზომის ქათამი - 1ცალი

ხახვი - 50გრ

მწვანილი - 50გრ


ლიმონი - 1ცალი

მაკარონი"ვარსკვლავი" - 100გრ

კვერცხის გული - 2ცალი

მარილი - გემოვნების მიხედვით

კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 12ჭიქა წყალი, დავუმატოთ ხახვი და მწვანილი. ვადუღოთ და თან მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ჩავაგდოთ შიგ შუაზე გაჭრილი ლიმონი და ვადუღოთ კიდევ დაახლოებით 1საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ მოხარშული ქათამი და დავჭრათ წვრილად, ბულიონში კი ჩავყაროთ მაკარონი"ვარსკვლავი" (ან თუ არ გვაქვს ეს მაკარონი მაშინ შეგვიძლია ვერმიშელი ვიხმაროთ მაკარონის ნაცვლად). როცა მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ მოხარშული ლიმონი, სუპში კი ავურიოთ კარგად ათქვეფილი ორი კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათამი. ეს სუპი მეტად გემრიელი და სასარგებლოა.

0
266
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი
სესილი
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0