x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
განქორწინება

image განქორწინებათა კატასტროფული ზრდა სოციალურ სფეროში მომხდარი სერიოზული ძვრების პროპორციულია. ოჯახური წყვილის მოსალოდნელი განქორწინების რისკ-ფაქტორი ძალიან მაღალია, როცა ისინი დიდ ქალაქში ცხოვრობენ და მათ არ აერთიანებთ რელიგია, საერთო ინტერესები, აქვთ განსხვავებული ინტელექტუალური დონე. თუმცა ერთად გატარებული ყოველი წელი ამ რისკს ამცირებს, ქალისთვის-7 პროცენტით, მამაკაცისთვის-2 ით. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ განქორწინების საფრთხე აუცილებლად მოიმატებს, როცა მეუღლეები ერთმანეთთან სიძულვილითა და ბოღმით იწყებენ ლაპარაკს, ღვარძლით აკრიტიკებენ ერთმანეთს და დაუფარავი ირონიით იხსენიებენ ერთმანეთის ნაკლს. ერთ-ერთმა მაინც უნდა დათმოს და გაჩუმდეს, ან შედარებით ცოტა ილაპარაკოს, სხვა შემთხვევაში, განხეთქილება გარდაუვალია. ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია რწმენით, რომ ურთიერთობას შეიძლება კიდევ ქონდეს მომავალი, მაგრამ ეს რწმენა ორივეს უნდა ჰქონდეს ცოლსაც და ქმარსა. პარტნიორებს უნდაესმოდეთ ერთმანეთის პრობლემები და უნდა განიცდიდნენ ერთმანეთის ტკივილს. შეუძლებელია ოჯახი მყარი იყოს, თუ ცოლ-ქმარს არ გააჩნია საერთო ინტერესები. წარმოიდგინეთ, ცოლს აინტერესებს პოეზია და თეატრი, მაგრამ ქმართან ვერ ახერხებს ამ ინტერესებზე საუბარს, იმიტომ რომ მას ერთი ლექსიც არასოდეს წაუკითხავს. ქმარს უყვარს სპორტი, დადის სათევზაოდ. ცოლი კი ამ ყველაპერზე სკანდალს აწყობს და მათ ოჯახში გამუდმებული ჩხუბია. ერთი სიტყვით, როცა ხედავთ რომ თქვენი ოჯახი უკვე სახიფათო ზონაშია, აუცილებლად დაფიქრდით, ღირს კი მისი ამ ზონიდან გამოყვანა. იქნებ ორივესთვის აჯობებს რომ დაშორდეთ და ცხოვრება განაგრძოთ.

1
63
8-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
63
  
0 1 1