x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული ტექსტი, ისე, რომ აღარ დაგვავიწყდეს

image
რამდენიმე პოსტს წავაწყდი ინტერნეტში იმის შესახებ თუ როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული ტექსტი ისე, რომ აღარ დაგვავიწყდეს. რამდენიმე მეთოდი მე პირადად არ მქონდა გამოყენებული და მომეწონა კიდეც. დამაინტერესა ამ საკითხმა და უცხოელი ფსიქოლოგების მეთოდებიც მოვიძიე. მოგსვლიათ, როდესაც წიგნს კითხულობთ
გაერთობით, შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ბოლო რამდენიმე წამში წაკითხული ტექსტი საერთოდ აღარ გახსოვთ.დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჰქონია ეს პრობლემა. ტყუილად ნუ დაიწყებთ წიგნის კითხვას, როდესაც თან კომპიუტერთან იმყოფებით, რადგან არანაირი აზრი არ აქვს, დაგამახსოვრდებათ მხოლოდ ძალიან მცირე და წიგნის წაკითხვა თავიდან მოგიწევთ. ტექსტის კითხვისას ყურადღებას ვაქცევთ პატარა დეტალებს და არა მთლიანად შინაარს. ყოველთვის შეეცადეთ, დაიმახსოვროთ "დედააზრი" და არა ცალკეული დეტალები. თუ გიჭირთ, რამდენჯერმე გადაიკითხეთ. არ წაიკითხოთ დიდი რაოდენობის მასალა ერთდროულად, თუ მისი კარგად დამახსოვრება გინდათ. წაიკითხეთ ნაწილ-ნაწილ (მაგალითად დაყავით აბზაცებად, რომლებიც 5-5 ხაზს შეიცავენ). ბოლოსკენ გეტყვით თუ ფსიქოლოგები რას გვირჩევენ იმისთვის, რომ ყველაზე კარგად დავიმახსოვროთ წაკითული ტექსტი. მხოლოდ მაშინ უნდა წავიკითხოთ რაიმე როცა გონება არ არის ძალიან დაღლილი და არ ვფიქრობთ იმაზე თუ როდის ჩავალთ ბოლომდე. ყველაზე კარგი დრო წასაკითხად არის ან ძილის წინ ან დილით ადრე, განსაკუთრებით დილით როდესაც გონება დასვენებულია.

2
10538
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
10538
  
2013, 27 ივლისი, 14:52
ტექსტის კითხვისას ყურადღებას ვაქცევთ პატარა დეტალებს და არა მთლიანად შინაარს. ყოველთვის შეეცადეთ, დაიმახსოვროთ "დედააზრი" და არა ცალკეული დეტალები...

რა ჯანდაბა გავიგო ახლა აქ? :დ...
2013, 8 მარტი, 19:56
მხოლოდ მაშინ უნდა წავიკითხოთ რაიმე როცა გონება არ არის ძალიან დაღლილი და არ ვფიქრობთ იმაზე თუ როდის ჩავალთ ბოლომდე. " კარგი რჩევაა
0 1 2