x
შესაძლოა ნეიმარის ბარსელონაში გადასვლა ჩაიშალოს. სკოლარი: ”ნეიმარი ბრაზილიაში უნდა დარჩეს”

imageბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა, ფელიპე სკოლარიმ გააკეთა განცხადება სამხრეთ ამერიკელი ამომავალი ვარსკვლავის შესახებ. პორტუგალიელის აზრით, ნეიმარი ”სანტოსში” უნდა დარჩეს.
ამ ბოლო დროს ნეიმარი მუდმივად ბრაზილიის ნაკრების ძირითადშია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სკოლარი მას სრულად ენდობა. სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ნეიმარის ”ბარსაში” გადასვლა უბრალოდ ჭორია და მეტი არაფერი.

”ნეიმარი უნდა წასულიყო ”ბარსაში” ორი წლის წინ, მაგრამ ახლა მისთვის უმჯობესია დარჩეს ბრაზილიაში. როგორ შეეგუება იგი ახალ გუნდს? როგორ კონდიციებში იქნება? დაიწყებს თამაშებს ძირითადში? არავინ არ იცის ამ კითხვებზე პასუხი და შესაძლებელია, რომ ამ ყველაფერმა ერთად უბრალოდ დაუნგრიოს მას კარიერა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, იგი ჩვენი შემადგენლობის ძირითადის წევრია და მე ვიმედოვნებ, რომ ნეიმარი თავის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.”

image

1
28
2-ს მოსწონს
ავტორი:shatoooo
shatoooo
28
  
2013, 8 მარტი, 15:03
სკოლარი რახანც იტყვის :D მაგას რო დაუჯეროს იქნება პელესავით სუ ბრაზილიაში
0 1 1