x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი ბრძნული გამონათქვამები (ცხოვრების ფსიქოლოგია)

image



1. სამი რამ არასდორს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა.
სამი რამ არ უნდა დაკარგოთ: სიმშვიდე, იმედი, ღირსება.
სამი რამ ცხოვრებაში რაც უფრო ფასეულია: სიყვარული, ნდობა, მეგობრობა.
სამი რამ ცხოვრებაში არასდროს არარის საიმედო: ხელისუფლება, გამართლება, ქონება.
სამი რამ გამოავლენს ადამიანს: შრომა, პატიოსნება, მიღწავები.


image
2. უმჯობესია ხალხს შეცდომის ჩადენის ნება მისცე, ვიდრე გახდე მათი სიძულვილის საგანი იმის გამო, რომ, საბოლოო ჯამში, შენ აღმოჩნდი მართალი. ჩვეულებრივ ხალხი ბევრად უფრო იოლად პატიობს შენს აცილებებს, შეცდომებს და წარუმატებლობას, ვიდრე შენს წარმატებებს და მართებულებას. ამავდროულად საკუთარი შეცდომების დანახვა აუცილებელია – რომ ისევ არ ჩაიდინოთ ისინი.
მეტოქე, რომელიც ეძებს თქვენს შეცდომებს, უფრო სარგებლიანია, ვიდრე მეგობარი, რომელსაც უნდა დამალოს ისინი.-ლეონარდო და ვინჩი


3. მიეცით ადამიანს თევზი და ის დაპურდება ერთი დღე. ასწავლეთ მას თევზის ჭერა და ის გამოიკვებება მთელი ცხოვრება!- ლაო ძი

image4. „რა სიმაღლეც არ უნდა დაიპყროთ, ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რაშიც არც თუ ისე ძლიერები ხართ და ეს რაოდენობრივად ყოველთვის გადააჭარბებს იმას, რაშიც კარგები ხართ. ამიტომ ნუ მისცემთ უფლებას თქვენს ნაკლს დაგიქვეითოთ თვითშეფასება. დაივიწყეთ მათ შესახებ და განავითარეთ საკუთარი ძლიერი მხარეები“ -რიჩარდ ბენსონი



image
5. „ყველა „კარგი პერიოდი“–ყოველთვის არის შედეგი თქვენი დაუღალავი შრომის და წარსულში მუდმივი თვითგანწირვის. ის, რასაც აკეთებთ დღეს, თქვენს ხვალინდელ ცხოვრებას მოიტანს შედეგად. თუ გსურთ ხვალაც მიიღოთ ნაყოფი, დათესეთ ყოველ დღე! თუკი ოდნავ მაინც მოადუნებთ კონცენტრაციას, მაშინათვე ჩასრიალდებით უკან“ -დონალდ ტრამპი.


image6. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებამდე ორი ნაბიჯით ადრე ყრის ფარ-ხმალს. ისინი ამთავრებენ საკუთარ გზას იმ დროს, როცა წარმატება ორი ნაბიჯის მოშორებით მოსახვევშია.
ყველაზე დასანანი ის არის, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ რაოდენ ახლოს იყვნენ წარმატებასთან! როს პეროტი


7. ადამიანები მუშაობენ არა მარტო ფულის გამო და თუ თქვენ გსურთ ხალხის მოტივირება, ამისათვის ფული ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტია. აკიო მორიტა, იაპონელი მეწარმე, კორპორაცია Sony-ის დამფუძნებელი



image
8. გახსოვდეთ, რომ ფულს აქვს გამრავლების თვისება- ბენჟამინ ფრანკლინი


9. როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისით ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმასაც ცდილობენ, როგორმე შეგცვალონ მათი სურვილებისამებრ. თუ არ შეიცვლები, ბრაზდებიან, ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, ოღონდ, რატომღაც, საკუთარი ცხოვრება ვერაფრით აუწყვიათ!- პ. კოელიო


image10. თუ საკუთარი თავის მართვას არ ისწავლი, სხვები გმართავენ.


11. ერთადერთი საშუალება გახდე უფრო ჭკვიანი, არის ეთამაშო შენზე უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს.-ჭადრაკის საფუძვლები



image
12. ვინ განაცხადა, რომ კითხვა არ არის მოდური?! არ არის მოდური - მოწევა შეუსრულებელ 15 წლის ასაკში, ლოთობა სადარბაზოში, წიგნი კი - ეს ერთადერთი რამ არის, რაც დაეხმარება შენს ტვინს, რომ საბლოოდ არ დეგრადირებულიქნას.


13. ბევრი ემდურის საკუთარ გარეგნობას, მაგრამ არავინ საკუთარ ინტელექტს ან ტვინს.


14. ოქროს სინჯავენ ცეცხლით, ქალს – ოქროთი, კაცს – ქალით.












0
14373
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
14373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0