x
image
კატაპულტი
ყველაზე უცნაური კანონები(ნაწილი მეორე)
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ძალზედ უცნაური კანონებია, რომელთა გაგების დროსაც მინიმუმ გაგეღიმებათ მაინც.ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები.გაგაცნობთ რამდენიმე მათგანში არსებულ უცნაურ კანონებს.


ფლორიდის შტატი:


ბავშვებსა და მოზარდებს მშობლების წერილობითი ნებართვის გარეშე უფლება არ აქვთ ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ წიგნები ჰარი პოტერზე.



ქალებს ეკრძალებათ თავიანთი საჯდომის 2/3-ის გამოჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ 500 დოლარით დაჯარიმება ან ციხე.


აკრძალულია სააბაზანოში გახდა.


კანონდარღვევაა მამაკაცის მიერ ერექციის საჯაროდ ჩვენება.


ქალაქ პენსაკოლაში დაწესებულია ჯარიმა თუ თან 10 დოლარზე ნაკლები გაქვთ.


ქალაქ ტამპა ბეიში კი აკრძალულია კვირა დღეს, 18 საათის შემდეგ ხაჭოს ჭამა.


მაჩვზღარბასთან სექსი აკრძალულია.

მაჩვზღარბა











მასაჩუსეტსის შტატი:


ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, კანონი კრძალავს კვირა დღეს აბაზანის მიღებას.


ბოსტონში კანონითაა აკრძალული ეკლესიის შენობაში კოცნა.


კანონსაწინააღმდეგოა წყლის პისტოლეტებით დუელის გამართვა.


ტაქსის მძღოლებს ეკრძალებათ მომსახურების დროს წინ მჯდომთან სასიყვარულო ურთიერთობა. სექსის დროს ქალები ქვევით უნდა იყვნენ მოქცეულნი.


გაგრილების მიზნით, ფანჯრიდან ფეხების გადმოყოფა აკრძალულია.


ფიჩბურგში სტილისტებს არ აქვთ უფლება სავარცხელი ყურის უკან გაატარონ.


ლუიზიანას შტატი:

ლუიზიანას შტატის კანონი ბანკის მძარცველებს უკრძალავს ბანკზე თავდასხმის დროს მოლარეს წყლის პისტოლეტიდან ესროლონ.


1999 წელს ლუიზიანაში მიღებული კანონი საბავშვო კლასიდან მეხუთე კლასამდე მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ თავიანთ მასწავლებლებს მიმართონ ზრდილობიანი ფორმებით-“სერ" და “მადამ".მაგალითად;“დიახ, სერ, ბატონო/ქალბატონო მასწავლებელო!"


ილინოისის შტატი:


ქალაქ ჩამპენში კანონითაა აკრძალული მეზობლის ღია პირში მოშარდვა.


ქალაქ ციცეროში იკრძალება კვირაობით საჯარო ადგილებში სტვენა.


ილინოისის შტატის კანონი მოითხოვს, რომ მძღოლმა აუცილებლად აცნობოს პოლიციას, თუ ის ქალაქში ავტომანქანით მოძრაობას აპირებს.


1924 წელს ილინოისის შტატში სასამართლოს წინაშე წარსდგა მაიმუნი, რომელიც სიგარეტის მოწევაში იყო ბრალდებული. იგი 25 დოლარიანი ფულადი ჯარიმისა და სასამრთლო ბაჟის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.


კალიფორნიის შტატი:


ქალაქ კარმელში, აკრძალულია საჯარო ტროტუარებზე ნაყინის ჭამა.


პრუნედალში, კანონითაა დადგენილი, რომ თითოეულ შენობაში არ უნდა იყოს ერთზე მეტი სააბაზანო.


კვირა დღეს დომინოს თამაში აკრძალულია.


სექს-სათამაშოების გაყიდვა აკრძალულია.


მიჩიგანის შტატი:


დეტროიტში აკრძალულია მანქანაში სექსი.


ისევ დეტროიტში, აკრძალულია, რომ ქმრებმა თავიანთ ცოლებს კვირაობით ცუდი თვალით შეხედონ.


ქმრებს ეკრძალებათ თავიანთი ცოელბისათვის კვირაობით კოცნა.


მინესოტას შტატი:


მინესოტას შტატში შესვლა-გამოსვლა თავზე მამლით აკრძალულია.


მინესოტაში ასევე აკრძალულია შიშვლად ძილი.



ეს მხოლოდ მცირე მათგანია იმ უცნაურ კანონებს შორის, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს.

2
657
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
657
  
2014, 28 იანვარი, 14:22
ბეევრი ვიხალისე :D :D
2013, 31 მარტი, 17:36
ჰაჰ ცუდად ვარ :D :D
0 1 2