x
რა არ ვიცით ქალების შესახებ?
2012, 20 აპრილი, 12:48

ბევრი კაცი თვლის, რომ მათ ყველაფერი იციან ქალების შესახებ. რა imageთქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი კარგად ერკვევა სუსტი სქესის ფსიქოლოგიაში, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც საქვეყნოდ არაა ცნობილი. ეს ძირითადად ეხება ქალის ორგანიზმის თავისებურებას. არის ფაქტები, რომლებიც ცნობილია მეცნიერებისთვის, მაგრამ არაა გავრცელებული ხალხის მასებში. რამოდენიმეს, განსაკუთრებით საინტერესოს, ახლა წარმოგიდგენთ.
მოკლედ, ჯერ უცებ გადავავლოთ თვალი, რა ვიცით კაცობრიობის მშვენიერი სქესის შესახებ. და მხოლოდ ამის მერე გავარკვიოთ, რა არ ვიცით მათზე. ამგვარად, მამაკაცებმა იციან შემდეგი: ქალები არ აზროვნებენ ლოგიკურად (უფრო ზუსტად, ლოგიკურად, მაგრამ ეს ლოგიკა რაღაც განსაკუთრებულია), მათ შეუძლიათ წაიკითხონ აზრები და ჩიხში შეიყვანონ ყველაზე ჭკვიანი ადამიანებიც...
ტერმინებში კი ურთიერთსაწინაღმდეგო და ბუნებრივნი არიან.
აი, ზუსტად ამის გამო გვიყვარს ისინი. ახლა კი სია ნაკლებად ცნობილი ფაქტებისა ქალებისა და მათი ორგანიზმის შესახებ, რომლებიც თავად ქალებისთვისაც არაა ცნობილი.
1. ქალი - მექანიკოსი იღებს მამაკაც - მექანიკოსზე მეტ ანაზღაურებას
სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მტკიცება ჭეშმარიტია არა მარტო "მექანიკოსების" შესახებ, არამედ უმეტესობა "მამაკაცური" პროფესიების შემთხვევაში, იქნება ეს ტაქსის მძღოლი თუ პროგრამისტი. სტატისტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალები,
რომლებიც მუშაობენ "მამაკაცურ" პოზიციებზე, იღებენ ცოტათი მეტ ანაზღაურებას, ვიდრე მამაკაცები. ამის კარგი მაგალითია ქალი-ავტომექანიკოსი. ძირითადად, თანხა რომელსაც მამაკაცი კლიენტი უხდის ქალს გაწეული მომსახურებისთვის ერთი მესამედით მეტია, ვიდრე ის ანაზღაურება, რომლის გადახდაზეც ის მზადაა მამაკაცი-ავტომექანიკოსის შემთხვევაში.
რატომ? ფსიქოლოგები იმით ხსნიან ამ ფაქტს, რომ ქალები უფრო გახსნილები არიან ურთიერთობებში, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ, მათ შეუძლიათ დადებითად განაწყონ კლიენტები საკუთარი თავის მიმართ. ესაა მიზეზი, რის გამოც გაცილებით მეტს უხდიან მამაკაცები ქალ-ავტომექანიკოსებს.

2. ათიდან ერთ ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი
მეცნიერებას ჯერ არ აქვს იმაზე ზუსტი პასუხი, რატომაა, რომ ზოგიერთ ქალს არ შეუძლია ორგაზმის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიოლოგიურად სრულიად ჯანმრთელები არიან და არაფრით განსხვავდებიან იმ ქალებისაგან, რომელთაც შეუძლიათ ორგაზმის განცდა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს დამოკიდებული არაა ევოლუციის პროცესზე და შემთხვევით შეძენილი ფაქტორია, რომელიც გადადის მემკვიდრეობით. ზოგიერთი ქალის გენოტიპში კი ის არაა ჩადებული.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სექსი "უნდა" არა მარტო ქალის სხეულს, არამედ მის - ტვინსაც. ორგაზმიც, ფაქტობრივად, ამ სურვილის ფსიქოლოგიურ მიზეზადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ზუსტად არავინ იცის ჭეშმარიტება სადაა, მაგრამ ფაქტია,
რომ ყოველი მეათე ქალი არც განუცდია და ვერც ვერასდროს განიცდის ორგაზმს

3. ქალები ყიდულობენ უფრო მეტ ავტომობილს, ვიდრე მამაკაცები
სინამდვილეში, იმ სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, რომლებიც იკვლევენ ავტომობილის მყიდველთა სქესს, უფრო ხშირად მანქანას ყიდულობენ ქალები ვიდრე მამაკაცები. ამასთანავე, სუსტი სქესის წარმომადგენლები მანქანის ყიდვაზე სამი კვირით
მეტს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. მიუხედავად მტკიცებისა, რომ ქალები ავტომობილს ყიდულობენ ნიშნით - "აი მე ის მინდა, წითელი", ძირითადად მათ მიერ არჩეული ეს სატრანსპორტო საშუალება სჯობს ხოლმე მამაკაცის მიერ შეძენილს და ამავე დროს, საუბარია ერთსა და იმავე ფასზე.

4. ქალები გაურბიან "სექსს ერთი ღამით"
მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული მითისა, რომ ქალები გაურბიან მოკლევადიან სექსუალურ კონტაქტებს, ეს ასე არაა. საინტერესოა, რომ მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება მამაკაცს გაცილებით უფრო მეტად ფიტავს, ფიზიკურადაც და
მორალურადაც, ვიდრე - ქალს. უფრო მეტიც, არსებობენ ისეთი კატეგორიის ქალები, რომლებიც ერთი ღამით სექსის წინააღმდეგნი არ არიან და ამავე დროს გაურბიან ხანგრძლივ ურთიერთობებს

1028
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Sharp
Sharp
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
გაიგე! გემუქრება თუ არა ანორექსია?!გაიგე! გემუქრება თუ არა ანორექსია?!
ანორექსიადაავადება, რომლის დროსაც ადამიანი სწრაფად იკლებს წონაში, ეკარგება ...
16 რამ რაც არ უნდა უთხრა შიშველ ქალს16 რამ რაც არ უნდა უთხრა შიშველ ქალს
1.დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად გინდა ამის გაკეთება 2.შუქი ჩავაქროთ, , , ...
სასტიკად ნაწამები ერნესტო ჩე გევარას დღემდე უცნობი ფოტოებისასტიკად ნაწამები ერნესტო ჩე გევარას დღემდე უცნობი ფოტოები
როგორც წყარო იტყობინება, ზუსტად 47 წლის წინ ბოლივია...
ქალების 10 ჩვევა, რომელიც აფრთხობს მამაკაცებს...ქალების 10 ჩვევა, რომელიც აფრთხობს მამაკაცებს...
იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ მამაკაცების უმრავლეს...
გოგონების მოსახიბლად  - მარტივი მეთოდი...გოგონების მოსახიბლად - მარტივი მეთოდი...
რას არ აკეთებენ მამაკაცები მშვენიერი სქესის გულის მოსაგებად! რა საშუა...
პარალიზებულმა სიძემ ქორწილში ფეხზე დამდგარმა იცეკვაპარალიზებულმა სიძემ ქორწილში ფეხზე დამდგარმა იცეკვა
27 წლის ჯოი ჯონსონმა 10 თვე ავღანეთში გაატარა, თუმცა ტრაგი...
TOP 10 ქალებიTOP 10 ქალები
1) ეს ქალბატონი გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი ღრძილებით ...
მე, შენი მარადიული სიყვარული...მე, შენი მარადიული სიყვარული...
მოდი დავიწყოთ სულ თავიდან... ზაფხულის ერთ ძალიან ცხელ დღეს რუსა მის საყვარელ ...
 
ქალმა მოღალატე ქმარი და და ქუჩაში დედიშობილა დატოვაქალმა მოღალატე ქმარი და და ქუჩაში დედიშობილა დატოვა
29 წლის ჰონკონგის მაცხოვრებელმა ტინგ სუმ თავის მეუღლე ღალატ...
გოგონამ დამცირების გამო წლების შემდეგ იძია შურიგოგონამ დამცირების გამო წლების შემდეგ იძია შური
21 წლის ოქსფორდის სკოლის სტუდენტმა წლები შემდეგ იძია შური. შური...