x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
Forbes-მა მსოფლიოს 10 ყველაზე სახიფათო პლაჟი გამოავლინა
Forbes-მა გამოავლინა მთელ მსოფლიოში ათი პლაჟი, რომლებზე ვიზიტიც დამსვენებლების სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება გახდეს.

imageსიაში პირველ ადგილზეა ავსტრალიის კვინსლენდისა და ტივის კუნძულების პლაჟები, რომელთა საფრთხის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ზვიგენების თავდასხმის გარდა, რომლებიც ავსტრალიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩრდილოეთ სანაპიროს კურორტებზე თოთქმის ყოველ წელს დამსვენებლები კომბომედუზების მსხვერპლი ხდებიან, რომელთაც ერთ-ერთი ძლიერი შხამი აქვთ.


image
მეორე ადგილზეა სამხრეთ აფრიკის ყველაზე ცნობილი კურორტის ფიშჰუკის პლაჟები. მთავარი საფრთხე აქ თეთრი ზვიგენებია: ატლანტიკის ოკეანის აქაურ წყლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეთრი ზვიგენი ბინადრობს.


imageმესამე ადგილი მიაკუთვნეს ზიპოლიტეს პლაჟებს მექსიკაში, სადაც ძლიერი წყალქვეშა დინებებია, რომელსაც ზრდასრული ადამიანიც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. თუმცა ეს პლაჟი მთელ მსოფლიოში ნუდისტების და ჰიპების საყვარელ ადგილად მიიჩნევა.



image
ქალის საცურაო კოსტიუმის "ნათლია" ატოლ ბიკინი(მარშალის კუნძულები), მიუხედავად რადიაციის მაღალი დონისა მხოლოდ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.


imageმეხუთე ადგილზეა ფლორიდის ერთ-ერთი ცენტრალური პლაჟი-ნიუ სმირნა, რომელსაც ამერიკის ყველაზე უბედურ ლპაჟსაც უწოდებენ. 2010 წელს აქ დაფიქსირდა სხვადასხვა მცურავი საშუალების 640 შეჯახება, რომელთაგანაც 68 სიკვდილით დასრულდა. გარდა ამისა, აქ საფრთხედ მიიჩნევა მეხის დაცემა და ზვიგენების სიმრავლე.


გარდა ამისა, ბოლო ხუთეულში არიან კოპაკაბანას პლაჟი(ბრაზილია)-დამნაშავეობის მაღალი დონის გამო. ჰონკონგის რეპულსი-წყლის დაბინძურების გამო. ვირჯინია ბიჩი(აშშ)-ველური ცხოველები, ველური მელიები. ჩაბლე ბიჩი(ავსტრალია)-ნიანგების სიმრავლით ცნობილი.

0
539
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0