x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქვაში ნაკვეთი საოცრება - პეტრა
პეტრა - ეს არის უძველესი, არქეოლოგიურ - ისტორიული ქალაქი, რომელიც ქვაში არის გამოკვეთილი. სიტყვა პეტრა ბერძნულად ქვას ნიშნავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ქალაქი პეტრა დაარსებულია ქ.შ.-მდე 312 წელს. ქალაქი პეტრა არის იორდანიის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ატრაქცია. პეტრა 1985 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი, 2007 წლიდან კი თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი.

პეტრა, იორდანია

ქალაქი პეტრა დასავლეთ აზიის რეგიონში, იორდანიის სამეფოში მდებარეობს. იგი ამანიდან დაშორებულია 262 კმ-ით, ხოლო აქაბიდან კი - 133 კმ-ით. ქალაქი პეტრა ზღვის დონიდან 900 მეტრზე, სიკის ვიწრო კანიონში, არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზეა განფენილი. აქ გვხვდება მრავალი ხელოვნური ტბა და წყლის არხი.
ქალაქი პეტრას რუკა
პირველი მოსახლეობა პეტრას მიმდებარე ტერიტორიაზე ქ.შ.-მდე 1550-1292 წლებში გაჩნდა. თვითონ ქალაქი პეტრა უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანების ნაბათეანის დედაქალაქი იყო. ანტიკურ ქალაქზე დიდია ბერძნული, რომაული, ეგვიპტური და სირიული კულტურის ელემენტების გავლენა.

პეტრა ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა: პირველი - წითელ ზღვას დამსაკოსთან აერთებდა, მეორე კი სპარსეთის ყურეს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან.

ასობით წლის მანძილზე ვაჭრობას დიდი მოგება და სიმდიდრე მოჰქონდა პეტრასთვის. მაგრამ, მე-14 საუკუნეში, როცა რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები აღმოაჩინეს, სახმელეთო ვაჭრობა ჩაკვდა და პეტრა თანდათან დავიწყებას მიეცა.
იგი თავიდან აღმოაჩინა შვეიცარიელმა მოგზაურმა იოჰან-ლუდვიგ ბურქჰარდტმა 1812 წელს.


როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქის არქიტექტურაზე დიდია ბერძნული, რომაული, სირიული და ეგვიპტური კულტურის ელემენტების გავლენა.
ქალაქი პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაშია აშენებული. აქ მდებარეობს 800-მდე მონუმენტი, ესენია: შენობები, საფლავები, აბანოები, თაღოვანი ჭიშკრები, ქუჩები, სარიტუალო დარბაზები, თეატრები, მონასტრები, მუზეუმები.
ქალაქ პეტრას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან
აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. ქუჩის ბოლო - დასავლეთით დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით - ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია - უზარმაზარი შენობაა, სიგანით დაახლოებით 50 მ და
სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ ოდესღაც ტაძარი ქრისტიანული იყო. აქ შეგვიძლია ასევე ვნახოთ უძველესი სასახლე ელ-კაზნე.

ედ-დეირის მონასტერისასახლე ელ-კაზნე







პეტრას მთელ ტერიტორიაზე გვხვდება ულამაზეისი ლანდშაფტები, კანიონები, წითელი მთები. ეს უნიკალური, ციცაბო კლდეებს შორის შეჭრილი ქალაქი ათასობით ტურისტს იზიდავს ყოველდღიურად. დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიას ყოველწიურად ნახევარ
მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.
პეტრას დასათვალიერებლად მინიმუმ 4 ან 5 დღეა საჭირო. როდესაც შედიხარ ამ უზარმაზარ ხეობებში შთაბეჭდილებებისგან აღფრთოვანებული ხდები.

რესტორანი ქალაქ პეტრაში

ქალაქი პეტრა











ქალაქი პეტრა

ქალაქ პეტრაში შესაძლებელია მაღალი დონის მომსახურების მიღება. იგი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ტიპისა და კლასის სასტუმროებით, რესტორნებით, გასართობი დაწესებულებებით. მაღალ დონეზეა განვითარებული ტრანსპორტიც. ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია ქალაქ პეტრაში უპრობლემოდ მოხვედრა.
მათთვის, ვისაც ეგზოტიკა იზიდავთ და სურთ ღამე უჩვეულო სიტუაციაში გაათენონ, არის ბედუინების ბანაკი, სადაც კარვები ძალიან მყუდრო და კომფორტულია. ეს ბანაკი მე-19 საუკუნიდან არსებობს და 350 სტუმარს იტევს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ქალაქ პეტრაში გადაიღეს ცნობილი ფილმი "ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი".


ეს ხელახლად აღმოჩენილი ზღაპრული ქალაქი, უამრავი ადამიანის საოცნებო ტურისტული დესტინაციაა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ ქალაქი პეტრას მდიდარ ისტორიასა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.


ავტორი:თამარ თოდუა


ლიტერატურა:


vhttp://en.wikipedia.org/wiki/Petra
vhttp://www.lonelyplanet.com/maps/middle-east/jordan/
vhttp://www.visitjordan.com/default.aspx?tabid=63

0
1305
4-ს მოსწონს
ავტორი:თაკო თოდუა
თაკო თოდუა
1305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0