x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ მოვიშოროთ სტრიები
imageსტრიები - ეს არის კანის დაწელვის შედეგად მიღებული ლაქები . ჩნდება სხვადსხვა მიზეზის გამო, ადრეული ორსულობა, წონის მკვეთრი ცვლილება, ზოგიერთი ჰორმონალური დარღვევა, სტრიები არ არის საშიში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ სხეულისთვის არაა ლამაზი.

ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ სტრიები, თუ კი გვეცოდინება რა იწვევს, ან თუ გვაქვს, რით გავუმკლავდეთ.

საბედნიეროდ სტრიების მოშორება შესაძლებელიამ - სახლის პირობებში შეიძლება ახალი სტრიები შეამციროს კოლაგენისა და ელასტინის შემცველმა მალამოებმა, და ვიტამინის შემცველმა კრემებმა, მასაჟმა. ნაჩვენებია ასევე წყალმცენარეების შემცველი სამკურნალო ნივთიერებებით თბილი კომპრესისებური შეფუთვა, ულტრაბგერით მკურნალობა.ასევე კარგია კონტრასტული შხაპი, დალიეთ დღეში 2 ლიტრი წყალი. მაგრამ მაინც ექიმის ჩარევის შემდეგ სჯობს მოქმედება.

ძირითადად, უკვე გაჩენილი სტრიების სახლში მოცილება საკმაოდ პრობლემატურია. ამისთვის სჯობს კოსმეტოლოგს მიმართოთ.


ქალბატონთა უმრავლესობას ფეხმძიმობის შემდეგ კანზე თეთრი ხაზები - სტრიები უჩნდება. სტრიები ძირითადად ჩნდება ფეხმძიმობის დროს კანის დაჭიმვისას მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და დუნდულებზე.image

რჩევები: როგორ მოვიშოროთ სტრიები.

მარილის აბაზანა - ერთ ჯერზე 1 კილოგრამი ზღვის მარილი დაგჭირდებათ. წყლის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.


სახამებლის აბაზანა - 350-500 გრამი სახამებელი 5 ლიტრ წყალში გახსენით და გამზადებულ აბაზანაში ჩაასხით, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს, აბაზანის მიღების ხანგრძლივობა კი - 20 წუთს.


სტრია კანის გაწელვის შედეგად მიღებული ლაქაა და ის თავისთავად არ გაქრება. მანდილოსნების უმრავლესობა ამ პრობლემას ძალიან მტკივნეულად განიცდის.


სტრიებთან საბრძოლველად გთავაზობთ კიდევ 1 გამოსავალს.
ერთი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ნარევი დაზიანებულ კანზე წავისვით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის კრემით. ერთი თვის განმავლობაში პროცედურა ჩავიტაროთ ყოველდღე და შედეგს აუცილებლად დაინახავთ. თუმცა რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ეს პროცედურა ისევ უნდა გაიმეოროთ და სტრიებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.

გამოიყენეთ რჩევები და დაიბრუნეთ თქვენი სილამაზე, მთავარია არ გაჩერდეთ და ფარხმალი არ დაყაროთ.

5
2027
4-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
2027
  
2014, 21 აპრილი, 22:38
და ეს საშუალებები ეფექტურია ? თუ დიდი რაოდენობით არის მაშინაც ?
2013, 3 ივლისი, 13:31
მადლობა,,,ზუსტი მისამართი იქნებ მითხრათ რომ მოვიდე და კონსულტაცია გავიარო
2013, 3 ივლისი, 13:02
გაჩნია რა დონეზეა განვითარებული 50 ლარიდან 150 ლარის ფარგლებში
2013, 3 ივლისი, 13:01
გამარჯობა,მაინტერესებს მუცლზე სტრიების მოცილება დაახლოებით რა დამიჯდება?გთხოვთ მიპასუხოთ
2013, 8 ივნისი, 14:36
ბოლოში რაც წერია შაქარზე მარილზე და ზეთზე ეგ მართლა მიშველის სტრიების მოშორებაში?
0 1 5