x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პატრიარქის და მისი მშობლების სურათები
imageამ სტატიაში წარმოგიდგენთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II. ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში, ახლანდელი ვლადიკავკაზი. მოცემულ

სურათზე პატრიარქის მშობლები არიან გამოსახულნი.

მამა - გიორგი შიოლაშვილი და დედა ნატალია კობაიძე.


ამ სურათში ილია II სტუდენტია. და 1957 წელს იგი ბერად აღიკვეცა.


image



ეს სურათი კი 1962 წელსაა გადაღებული

არქიმანდრიტი ილია

image


1965 წელი ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია

image



1976 წელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია

image


1981 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

image


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

image



ღმერთმა დიდხანს ბედნიერად ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი სულიერი მამა, დიდხანს ელოცოს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ბედნიერებაზე და კეთილდღეობაზე.
შემოგთავაზებთ უწმინდესის მიერ წარმოთქმულ სიტყვას რომელიც მან 1977 წლის 25 დეკემბერს წარმოთქვა სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს



საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა.
მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.
მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას.
თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.
ქართველ ერს დღემდე შერჩა ცხოვრების ორომტრიალისაგან გამობრძმედილი მრავალმხრივი შინაგანი ენერგია. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ მასზე ღვთით მინიჭებული ეს დიდი მადლი და შევეცადოთ, რომ ხალხმა სასახელოდ გამოიყენოს იგი, ქრისტეს მრძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში. ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის. სარწმუნოების სიყვარული ქართველი ერისა, მისი სულიერი ენერგიიდან გამომდინარეობდა და იმავე ენერგიით უნდა შეიცნოს დღევანდელმა ქართველმაც „ახალი აღთქმის“ სიბრძნე. ამ სიბრძნით შეიარაღებულმა ისწავლოს, იშრომოს და იცხოვროს, რომ მის ცოდნას და ცხოვრებას ღვთის ზეგარდმო ნათელი ადგეს და ამავ კურთხეული ქვეყნიდან ემზადებოდეს მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის.
ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი.
ჩვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. აქ უმთავრესი აღვნიშნე მხოლოდ. მაგრამ ცოტა რამ სხვა საკითხებზეც უნდა ვთქვათ...
ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს... წარმოუდგენელია ქრისტიანი სიკეთის გარეშე... ვერც სიყვარული, ვერც სასოება ვერ იარსებებს სიკეთის გარეგან. ვერც სათნოება და ვერცა მშვიდობა ვერ დამყარდება კაცთა შორის, სიკეთის გარეშე. სიკეთის მადლი უნდა დამკვიდრდეს და განმტკიცდეს ჩვენს ერში. და არა მარტო ჩვენს ერში! უკეთურობა უნდა მოვსპოთ. სიკეთის ნათელი უნდა უძღვოდეს მუდამ ჩვენს საქმიანობას.
უნდა მევეხო შრომის საკითხსაც... შრომის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. ვერც მშვიდობას მოვიპოვებთ შრომის გარეშე, ვერც სარწმუნოებას განვიმტკიცებთ, ვერც სასოებას მოვუმზადებთ რაიმე საფუძველს, ვერც სიყვარულს მივწვდებით. დიდი ილია ჭავჭავაძე თავის „აჩრდილში“ კავკასიონის თეთრი მთებიდან ადიდებდა შრომის სუფევას და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ისე ავამაღლოთ მოყვასთა სულიერი სისპეტაკე, რომ შრომა ყველასათვის მომავლისა და სასოების წყაროს წარმოადგენდეს.
ჩვენ, იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ წმინდა ეკლესიის მომავალი საქმიანობა, შინაგანი მთლიანობა გვჭირდება. ასეთი მთლიანობის აუცილებლობა აწუხებდა ალბათ მოციქულ პავლეს, როდესაც კორინთელებს მისწერა: „ხოლო გლოცავთ თქვენ, ძმაო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქვენ შორის წვალებაი, არამედ იყავით განმტკიცებულნი მითვე გონები თა და მითვე მეცნიერებითა“ იქ, სადაც მთლიანობა ირღვევა, ირღვევა ერთმანეთის სიყვარულიც, ძირი ეთხრება სასოებასაც, სუსტდება სარწმუნოებაც. გამთიშველობა იგივე ცოდვა და ბოროტებაა და ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია, არ დავუშვათ ასეთი ბოროტება. ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, მამათმთავარი და მღვდელმთავრები, პატიოსანი მღვდლები და ყველა მსახური ეკლესიისა; ჩვენ გარშემო კი, ჩვენთან ერთად უნდა იდგეს ყველა მორწმუნე ქრისტიანი. და როდესაც არამორწმუნე დაინახავს ასეთ მთლიანობასა და სიტკიცეს, ისიც მოაკითხავს ჩვენს ურღვევლობას, ეზიარება იმ სიბრძნეს, რომელსაც მაცხოვარმა „ახალი აღთქმა“ უწოდა.
მაშ ასე, შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო ძვირფასო სამწყსოვ!
შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა. „მადლი უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისაი თქვენ ყოველთა თანა, ამინ“



1
113
4-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
113
  
0 1 1