x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა (პრაქტიკული რჩევები).
მოგესალმებით ყველას, ჩემი პირველი სტატიაა და იმედია გრამატიკულ შეცდომებს მაპატიებთ. დაახლოვებით 2 კვირის უკან, მეც ვნატრობდი მართვის მოწმობას და სიმართლე გითხრათ ავტო-სკოლაში გადაყრილი ფულიც მენანებოდა. ამიტომ, ჩემი მეთოდი შევიმუშავე და ზუსტად ორ კვირაში (დიდი დროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტა ვიზარმაცე) მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა უპრობლემოდ ჩავაბარე (30/30. 47 წმ.).

image




1: რაც უნდა გავაკეთოთ, ეს იმ საიტების ჩამონათვალია, რომელიც თეორიული ელემენტების შესწავლაში დაგვეხმარებიან, პირველი ასეთი საიტია საიდანაც შესწავლა უნდა დავიწყოთ http://drive.netservice.ge/index.php. საიტზე განლაგებულია ბილეთები შესასწავლ რეჟიმში და ტესტირება დაყოფილია კატეგორიების მიხედვით.

2. აღნიშნულ საიტზე ''ბილეთების გრაფიდან'' დავიწყებთ ბილეთების განმარტებას და დამახსოვრებას. სულ 30 კატეგორიაა.


3. გირჩევთ, რომ 20 გზაჯვარედინის გავლა და 29 სამედიცინო განყოფილება ვისწავლოთ ყველაზე ბოლოს, რადგან პროცენტულად სამედიცინო ბევრ ადამიანს ჭრის გამოცდაზე. ხოლო გზაჯვარედინის გავლა უბრალოდ ბევრია და ბოლოს თუ დავიმახსოვრებთ კარგი იქნება.

4. შეეცადეთ მნიშვნელოვანი წესები, რომლებსაც შეხვდებით, ამოწეროთ.

5. თითვეული თეორიული განყოფილების შემდეგ გააკეთეთ იგივე ტესტი ''ტესტირება კატეგორიის მიხედვით'' რეჟიმში. რაც მოგცემთ საშვალებას, გაიმეოროთ აღნიშნული კატეგორია და განიმტიკცოთ ცოდნა.

6. როგორ შევძლოთ იოლად დავიმახსოვროთ საკითხები, არსებობს საკითხები რომელთაც ერთი და იგივე პასუხი გააჩნია მაგალითად: ხშირად შეგხვდებათ ''ორივე ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში'' ბილეთების 70%-ში სწორედ ეს არის პასუხი, მაგრამ ყველა არა, მათი განსხვავება კი ძალიან იოლია.

7. მაგ: 11 თავი ეთმობა მარეგულირებლის სიგნალებს, რომელთა თეორიული მასალიდან ამოწერას გირჩევთ, სულ რამოდენიმე შტრიხის დამახსოვრებით შეძლებთ 55 ბილეთის უპრობლემოთ გაკეთებას.

8. გზაჯვარედინის გავლა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, ამიტომ შეხვდებით თეორიის კითხვისას ნიუანსებს, რომელთა ამოწერა და ასეთი ფორმით დამახსოვრება, ძალიან კარგი იქნება ასევეგაეცანით ვიდეოს (http://intermedia.ge/vid/194124-ბილეთების-გაშიფრვა-გზაჯვარედინის-გავლა/).

9. როდესაც შეძლებთ თეორიული კურსის მეტ-ნაკლებად შესწავლას, გირჩევთ გაავარჯიშოთ მეხსიერება.

მეხსიერების გასავარჯიშებლად გამოიყენეთ AUTO.GE და POLICE.GE ოფიციალური საიტი. ასევე http://mydisk.ge/download.php?id=jyragupez&stid=1 წიგნის საშვალებით, დღეში 200-200 ბილეთი გადაიმეორეთ.

10. შეცდომები ტესტებში: ტესტებში შეცდმოების შემთხვევაში, გადმოწერეთ ისინი კომპიუტერში შეინახეთ ერთ ფოლდერში და ყოველდღიურად, გაიმეორეთ ისინი, ასე შეგეძლებათ უკეთ დაიმახსოვროთ.

11. არ გადაწყვიტოთ გამოცდაზე გასვლა, სანამ თქვენი ტესტური მაჩვენებელი არ იქნება 1 წუთზე ნაკლები.

12. გამოცდაზე გასვლის წინ დილით, ეცადეთ 5 ჯერ მაინც გააკეთოთ ტესტი და ისე წახვიდეთ.

13. ყველაზე მეტ შიშს ზოგჯერ ფსიქო(დალტონიზმის ტესტი) ტესტი იწვევს. http://m-a-s.110mb.com/Daltonism/daltonism_tests.htm ესეც ტესტი ასეთი შეგხვდებათ. თუ ვერ ხვდებით ახლა აქ რა წერია, მაშინ გირჩევთ ფსიქო ცნობა აიღოთ,
პოლიკლინიკიდან (20 ლარი) ან რუსთავშიც შეიძლება აღება, მაგრამ პოლიკლინიკაში გირჩევთ.










3
4643
3-ს მოსწონს
ავტორი:New Look
New Look
4643
  
2018, 24 დეკემბერი, 19:24
იცით რა მაინტერესებს,პრაქტიკული გამოცდა თუ ვერ ჩავაბარე ახალი წლის შემდეგ ახალი კანონების მიხედვით მომიწევს ჩაბარება?
2013, 2 მარტი, 20:10
კარგი სტატიაა, პრაქტიკული:)
2013, 1 მარტი, 17:58
ბოლომდე ყველაფერი არ ჩამომიყალიბებია, ამიტომ კითხვები აქ დაწერეთ. :)
0 1 3