x
image
akkai
ყველაზე გრძელი თმა
თმარუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში ცხოვრობს 43 წლის ტატიანა პისმენნაია, რომელსაც ყველაზე გრძელი თმა აქვს მსოფლიოში. მისი თმის სიგრძე 2მ 70 სმ-ია.

როგორც ტატიანა აცხადებს მას ყოველთვის უშლიდნენ თმის შეჭრას.

ახალგაზრდობაში ამის წინააღმდეგი მისი მშობლები იყვნენ, ეხლა კი მეუღლე და შვილები არიან.

მისი თქმით ის უკვე შეეჩვია თმის ამ სიგრძეს და ერთადერთი პრობლემა მისი დაბანა და შემდეგ გაშრობაა, რომელსაც როგორც თვითონ აცხადებს 12 საათს ანდომებს.


ამის გამო თავს კვირაში ერთხელ იბანს.

ტატიანა ვოლგოგრადში, მდოგვის ქარხანაში მუშაობს და მისი განცხადებით თმის ეს რაოდენობა სულაც არ უშლის ხელს მას საქმიანობაში.ტატიანა უახლოეს დღეებში აპირებს განცხადების შეტანას გინესის წიგნში მოსახვედრად და დიდი იმედი აქვს რომ მოხვდება ლაურეატებს შორის

0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:akkai
akkai
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0