x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ალტერნატივა - წიგნიერება

imageწიგნიერებას არც ისე დიდი ისტორია აქვს. მისი ფართოდ
გავრცელება ლურსმული დამწერლობის გამოგონების შემდეგ დაიწყო, ძველ შუამდინარეთში, სადაც
ცხოვრობდნენ აწ უკვე ისტორიის არქივს მიბარებული
შუმერები, რომლებმაც დაგვიტოვეს საკმაოდ მახვილგონივრული ლეგენდა გილგამეშის შესახებ, აღრიცხვისა, აუდიტის და ზოგადი განათლების ფაქტიურად
თანამედროვე (ლამისაა პოსტმოდერნისტული) მეთოდები და ლუდის მომზადების ტექნოლოგია.
სამწუხაროდ ეს უკანასკნელი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი გზით გადმოეცა მომდევნო თაობებსა
და ცივილიზაციებს, რადგან თიხის ფირფიტებზე არანაირი რეცეპტურა, ან ტექნოლოგიური ციკლის აღწერა
არ შემორჩენილა, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ თანამედროვე კაცობრიობამ ამ მიმართულებით
ბევრი დაკარგა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძველ შუმერში თიხის დაფებზე
ტვიფრვა საშუალოსტატისტიკური შუმერისთვისაც ჩვეულებრივი საქმიანობა ყოფილა, რაც ვეღარ
შენარჩუნებულა მომდევნო და პარალელურ ცივილიზაციებში, რადგან სტილუსი და გასანთლული
დაფა უფრო ურბანული და მემკვიდრეობითი არისტოკრატიის საქმე იყო (ჩვენს არც ისე შორეულ
წარსულში სტილუსისა და გრიფელის დაფის ალუზიას ხარის ბეჭის და ნახშირის ნატეხის სახით
ვხვდებით).

ხარის ბეჭისა
და თიხის ფირფიტისგან განხვავებით სტილუსი
ძალიან სიცოცლისუნარიანი ჯოხი გამოდგა. ის ყველაზე თანამედროვე გაჯეტებში გამოიყენება, რომლებიც
ძირითადად კითხვისთვის და ცოტ-ცოტა წერისთვის არიან შექმნილი.http://www.samsung.com/global/microsite/galaxynote/note/index.html?type=find



ამ გაჯეტების მთავარი
უპირატესობა ის არის, რომ ადამიანი წერა-კითხვას და ელექტრონულ ტექსტთან მუშაობას ერთდოულად
სწავლობს, ან იხსენებს: მაგალითად, წერას
(რამდენიმე წლის წინ საკმაოდ შეშფოთებულმა აღმოვაჩინე, რომ ასოების გამოყვანა საკმაოდ
მიჭირდა), ან კითხვას (ალბათ ბევრს აღმოუჩენია, რომ უკვე თვეებია ისეთი არაფერი წაუკითხავს, რისი წაკითხვაც სავალდებულო
არ იყო, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ფიქშენი, ანუ მხატვრული ტექსტი).


ბოლო რამდენიმე ათასწლეულში ტექნოლოგიამ ერთი დიდი წრე
(ან ოვალი) მოხაზა და ისევ თიხის ფირფიტებთან
და სტრილუსთან დაგვაბრუნა, მაგრამ ტექნოლოგიური
ციკლის შემობრუნებისას წიგნიერებას სოციალური თვალსაზრისითაც რატომღაც ერთი სრული ბრუნი
აღარ გამოუვიდა, რაც საკმაოდ უცნაური და დამაფიქრებელია. მიუხედავად ახალი გაჯეტების
პოპულარობისა, კითხვა და მით უმეტეს წერა ცივილიზებულ მსიფლიოში თითქმის არსად აღარ
არის სოციალური მოვლენა, ანუ ამ საქმეს თითქმის არსად მისდევს საშუალოსტატისტიკური
მოქალაქეების მნიშნელოვანი ნაწილი.


საკამათო განცხადებაა, გეთანხმებით, ვიკამათოთ. მით
უმეტეს, რომ შეგნებულად არ დავწერე „წიგნის კითხვა“, თუმცა შემეძლო დამეწერა, რადგან
თანამედროვე საკითხავი გაჯეტები, ანუ რიდერები სწორედ წიგნების საკითხავი მოწყობილობებია.


ზემოთ წამოყენებული ჰიპოტეზის კონტრ-არგგუმენტები უამრავია
- საინფორმაციო საიტები, სოციალური ქსელები, ბლოგები, ფორუმები, სკაიპი, ელექტრონული
ფოსტა, მობილური ტექნოლოგიები თავისი ესემესებით და ა.შ. ეს ყველაფერი ცივილიზებული
საშუალოსტატისტიკური ადამიანის ყოველდღიური აქტივობის ნაწილია.


შეიძლება ჩავატაროთ
კვლევა და დავადგინოთ, მაგალითად, თანამედროვე ადამიანის თვალწინ უფრო მეტი მეგაბაიტი
ტექსტი გაირბენს, ვთქვათ, 1 წლის განმავლობაში, თუ მე-19 საუკუნის ცივილიზებული ადამიანის
თვალწინ. ამის დადგენა შეიძლება და დიდი ალბათობით თანამედროვეები ბევრად წინ ვიქნებით,
მაგრამ აქედან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? დავუშვათ, რომ თანამედროვე ადამიანი
უფრო ინფორმირებულია, ვიდრე მე-19 საუკუნისა, ან თუნდაც საშუალოსტატისტიკური შუმერი.
მაგრამ რა სახის ინფორმაციას ფლობს 21 საუკუნის ციბილიზებული ადამიანი? უზარმაზარ,
ტერაბაიტობით ინფორმაციას ხილული და უხილავი სამყაროს შესახებ, რომელიც დაცულია მსოფლიოს
სერვერებზე. ინფორმაცია, როგორც წესი, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ ადამიანი,
ბუნებრივია, ცდილობს მათი დამახსოვრება სერვერებს მიანდოს და არა საკუთარი ტვინის უჯრედებს,
მით უმეტეს, რომ სერვერების მოცულობა და შესაძლებლობები ძალიან სწრაფად იზრდება. ასევე
სწრაფად იზრდება ინტერნეტის სიჩქარე - ამის შედეგად ტექსტის სახით არსებულ ინფორმაციას
სულ უფრო მეტად ანაცვლებს გრაფიკული, აუდიო და ვიდეო შიგთავსი. საკმარისია გავიხსენოთ
როგორი იყო ინტერნეტი 20 წლის წინ, ან როგორი იყო ამავე დროს კომპიუტერები სულ რაღაც
30 წლის წინ, როდესაც მათში ნებისმიერი ბრძანების შეყვანა ტექსტის სახით ხდებოდა და
გრაფიკული ინტერფეისი ფაქტიურად არც არსებობდა.


გავიხსენოთ ისიც, რომ დამწერლობის გამოგონებამდე ადამიანი
დიდად არ იყო შეზღუდული კომუნიკაციის საშუალებებში. სამეტყველო ენის გარდა ადამიანის
კომუნიკაციისთვის, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრებისთვის არსებობდა უამრავი ნიშანი,
ან ქმედება, რომელთა აზრიც თანამედროვე ადამიანს დღეს ნაკლებად ესმის. მაგალითად, ათეული
ათასობით წლის წინ ადამიანი იყენებდა ავატარებს - ეს გახლდათ სახეზე და/ან სხეულზე
შესრულებული ნახატი, რომელსაც უამრავი რამის გამოხატვა შეეძლო - ადამიანის განწყობიდან
დაწყებული მისი მატრიმონიალური, ან საბრძოლო
განზრახვების ჩათვლით. დაახლოებით ამავე დროს გაჩნდა კედლის მხატვრობაც - ადამიანი
საკუთარ კედელზე გამოსახავდა მიმდინარე სტატუსს -
მონადირე ხატავდა ნანადირევს, ან ოცნებობდა ნანადირევზე, მონადირე-მიჯნური ხატავდა
სატრფო-შემგროვებელს და პირიქით, კედელზე ხშირად გამოსახავდნენ ხოლმე კუმირებს და ტოტემებს,
თავიანთ მსგავს, ან მათგან განსხვავებულ ადამიანებს და ხშირად შორეულ მეზობლებსაც,
რომლებიც თავს იწონებდნენ უახლესი მოდელის მფრინავი თეფშებით და უამრავ საინტერესო
სცენას, რომელთა აზრიც თანამედროვე ადამიანისთვის ბუნდოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ
ნიშნავს, რომ უწიგნური ეპოქის ადამიანები კომუნიკაციისთვის მხოლოდ ავატარებსა და საკუთარ
კედლებს იყენებდნენ. სინამდვილეში არსებობდა კომუნიკაციის ისეთი საშუალებები, როგორიცაა
ფორუმები (ქართულად - საფიხვნო), სადაც ადამიანების იგებდნენ ახალ ამბებს, განიხილავდნენ
საჭირბოროტო-საკითხებს, ან უბრალოდ მასლაათობდნენ და ლაზღანდარობდნენ.


ჩვენს ეპოქას ხშირად უწოდებენ ინფორმაციის ერას და შეგვიძლია
სიამაყით ვთქვათ, რომ ამ ეს ეპოქა ფაქტიურად ჩვენი კბილაა, რადგან მაქსიმუმ რანმდენიმე
ათეულ წელს ითვლის. ეს საამაყო ფაქტია, რადგან ეპოქები, როგორც წესი ათასწლეულები თუ
არა ასწლეულები მაინც გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან ნიშვნელოვანის
მოწმე და მონაწილეები ვართ მისი დაწყების მომენტიდანვე, მაგრამ ამ საამაყო მედალს მეორე
მხარეც აქვს და ამ მხარეს უამრავი აშკარა თუ ფარული საფრთხე-ხაფანგია. პირველივე, რაც
თვალში გვხვდება, არის, ის, რომ ინფორმაციული ეპოქის ადამიანის კომუნიკაციის და თვითგამოხატვის
მეთოდები, რაც დროს გადის, მით უფრო ემსგავსება წიგნირებამდელი ეპოქის ადამიანის მეთოდებს,
არადა ეს მოთოდები ლამისაა ერთადერთი საშუალებაა იმისავის, რომ მასმედიის დაფარვის
არეალში არ მოვექცეთ.


დღეს ბევრი ამბობს, რომ ტელევიზორს არ უყურებს და ინტერნეტიდან
ობიექტურ ინფორმაციას იღებს. მიზეზი, რის გამოც თანამედროვე, ინფორმირებული ადამიანი
ტელევიზორს არ უყურებს, არა იმდენად ობიექტური
ინფორმაციის მიღების სურვილშია (ის ინტერნეტშიც ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ტელევიზიაში,
რადგან თავად ცნება იმდენად ბუნდოვანია, რომ თამამად შეგიძლია ყველაფერს, ან არაფერს
მიუსადაგო), არამედ ელემენტარულ ფიზიოლოგიურ რეფლექსებთანაა კავშირში. უცნაურია, მაგრამ
ფაქტია, რომ ადამიანს ხშირად უჩნდება ღებინების რეფლექსი რეალობის გარკვეული მოდელების
დანახვისას. შუა საუკუნეების ბერები ხშირად მიმართავდნენ რეალობის მოდელირების მეთოდს
მორჩილთა აღზრდისას - იმისათვის, რომ მომავალ ბერებს ხორციელი ვნების ჩახშობა ესწავლათ,
მათ ჯერ მშვენიერი შიშველი სხეულის ხატებების წარმოდგენას სთხოვდნენ, ხოლო შემდეგ შინაური
ცხოველის ლეშის გამოყენებით ანახებდნენ ამ მშვენიერი სხეულის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
მუშაობის პრინციპებს და ასწავლიდნენ, როგორ ჩაენცვლებინთ საკუთარ უნებლიე ფანტაზიებში
რეალობის ერთი მოდელი მეორით.


რეალობის მოდელირებაზე საუბრისას შეიძლება სიტუაცია
ძალიან გავამარტივოთ და ვთქვათ, რომ ადამიანების გარკვეული წრისათვის, რომლებსაც შეგვიძლია
ინფორმირებული ადამიანებიც დავარქვათ, უნიჭოდ მოდელირებლი რეალობა გულს ურევს. მეორე
მხრივ, ადამიანს აუცილებლად სჭრდება რეალობა თვითგამოხატვისა და ელემენტარული ცხოველქმედებისთვის,
ამიტომ ის მაშინვე ეძებს ალტერნატიულ, უფრო ობიექტურ, ან უფრო ხარისხიანად მოდელირებულ
რეალობას. მაგრამ ნიჭიერაბა-უნიჭობაც ძალიან პირობითია და სამწუხაროდ იმ დასკვნის გაკეთების
საშუალებასაც არ იძლევა, რომ რაც უფრო ინფორმირებულია ადამიანი, მით უფრო მეტად ურევს
გულის უნიჭოდ მოდელირებული რეალობა, ან უფრო მაღალ სტანდარტს იყენებს რეალობის მოდელირების
ხარისხის შეფასებისას. აქვე შევნიშნოთ, რომ
რეალობის მოდელირება ვიღაცის მიერ გასართობად მოგონილი როლური თამაში არაა და ყოველთვის
მკაფიო მიზნებს ემსახურება - რეალურად ის მართვის ინსტრუმენტია. ადამიანებსი მართვა
საკმაოდ რთული და თავისტკივილიანი ამოცანაა. ეს ამოცანა შედარებით მარტივია, როდესაც
ადამიანები ნაკლებად განსხვავდებიან ერთმანეთისგან - ამ განსხვავებაში რა თქმა უნდა
არ იგულისხმება მათი კანის ფერი, ვარცხნილობა, ან ჩაცმის სტილი - არად განსხვაებები
აზროვნების თავისებურებებშიი. მართვის ნებისმიერი სისტემა (მათ შორის სისტემა - ადამიანი-მთავრობა,
ან მთავრობა-ადამიანი) არ განსახვავებს მენტალურად,
აზროვნბის სტილით, ან წიგნიერების დონით განსხვავებულ ადამიანებს, თუმცა რაც დრო გადის
ეს სისტემა უფრო მეტად ერგება ინფორმირებული ადამიანის ტიპს და მუდმივად იხვეწება
(სისტემაც და ადამაინის ინფორმირებულობის მეთოდებიც).


მოდი დავაკვირდეთ ქართულ ინტრნეტ-სივრცეს. რა თვისობრივი
განხვავებაა მასმედიის მიერ მოდელირებულ რეალობასა და იმ რამდნეიმე ათეული პოპულარული
ვებ-გვერდის მიერ მოდელირებულ რეალობას შორის? გასაგებია, რატომაც ვერ იქნება - ტქნოლოგიები იხვეწება.
სინამდვილეში ინფორმირებული ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (ამ სტატიის ავტორის
ჩათვლით) რეალობის, მათ შორის ჰიპერრეალობის მოდელირების ყველაზე უფრო თანამედროვე
მეთოდების შესახებ არაფერი იციან, არადა ცნობილია, რომ ამ საქმეს სულ რამდენიმე კვალიფიციური
სეციალისტი სჭირდება და ეს სიმართლეს ჰგავს.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ სტატიის ავტორი ახალი, საკუთარი რეალობის მოდელირებას
ცდილობს და უნდა, რომ ამ რეალობის ჩარჩოებში მოგვაქციოს. დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა
მე პირადად ამ სტატიის დასრულების შემდეგ არ ვაპირებ ამ რეალობის ჩარჩოებში დარჩენას
და სხვა, ალტერნატიული რეაობის მოდელირებას შევეცდები), მაგრამ ამ სტატიის სამიზნე
ჯგუფს არ წარმოადგენენ ინფორმირებული ადამიანები. მათთვის ეს ყველაფერი სისულელეა,
რადგან ისედაც მშვენივრად იცოდნენ და არაფერი ახალი არ გაუგიათ. ბუნებრივია, არც მიცდია,
რამე ახალი მეთქვა.


საბედნიეროდ, ინფორმირებული ადამიანი შეიძლება წიგნიერიც
იყოს და ასეთები, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ბევრნი არიან. წინიერი ადამიანის კლასიკური და საყოველთაოდ მიღებული
განმარტება არ არსებობს, აქ კი იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებსაც წიგნის კითხვა უყვართ.
აი, ასე მარტივად და გასაგებად. ინფორმაციულ
ეპოქაში, როდესაც ჩვენს ტვინში გამუდმებით ხვდებიან მოკლე ტექსტების, ან პირიქით უზარმაზარი
ვიდეო და აუდიოფაილების ციფრული ვირუსები, წიგნი მათი მავნე ზემოქმედებისგან თავდაცვის
და იმუნიტეტის გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა. წიგნის კითხვის დროს ადამიანის
ტვინი, მისი სისხლის მიმოქცევის და ნერვული სისტემა სპეციალურ რეჟიმში მუშაობს, დეტალებს
გამოვტოვებ და მოკლედ ვიტყვი - წიგნის კითხვის დროს ადამიანი საკუთარ, მისთვის უზომოდ
კომფორტულ რეალობას აგენერირებს (წიგნის ავტორთან ერთად, არც აქაა სიტუაცია იდეალური,
ამიტომ წიგნები ყურადღებით უნდა შევარჩიოთ, და ერთ ავტორზე არ „ჩავიცილოთ“) . კომფორტული, ე.წ. „ჩემი რეალობის“ ეფექტი არა
მხოლოდ კათარზისს გულისხმობს, ის საკმაოდ პრაქტიკულ საქმანობაშიც გამოყენებადია - თანამედროვე
ენით თუ ვიტყვით ადამიანის კრეატიულობას და შესაბამისად, მის კონკურენტუნარიანობას
ზრდის უამრავი მიმართულებით. წიგნიერ ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა,
მისგან ყოველთვის იგებ მოულოდნენ სიახლეებს (განსხვავებით ინტერნეტ-სივრცისგან, სადაც
უკვე ტოტალური პოსტმოდერნია, ან ფსევდო-მოდერნია, ანუ ყველასთვის ნაცნობი იმიჯების,
ამბების და ბრენდების მუდმივი განმეორება ათასგვარ უნიჭო ვარიაციაში), ასეთმა ადამიანმა
ყოველთვის შეიძლება გაგაკვირვოს, ხანდახან
შეიძლება გაგამხიარულოს, ან პირიქით, ერთი სიტყვით მოთმინებიდან გამოგიყვანოს. ასეთ
ადამიანთან ერთად მომენტალურად ახერხებ ახალი, საინტერესო და რაც მთავარია არათავსმოხვეული
რეალობის მოდელიებას, ასეთი ადამიანების ერთობას
კი მართლა შესანიშნავი რამეების კეთება შეუძლია (თუნდაც იმავე სოციალური ქსელებისა
და ინტერნეტის საშუალებით).


ეს არის ალტერნატივა. წიგნიერება დღეს ალტერნატივაა.



ეს იყო ალტერნატივა ძველ შუმერში, საბერძნეთში, საქართველოში,
ყველგან, სადაც ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ მქნიდნენ რამეს, რომ შემდეგ მათზე საგები
შეეთზათ, ან საქვეყოდ მოედოთ მათი შექნის ამბავი, ეს სწორედ ასეთი ჩაციკლული ქმნადობის
ალტერნატივა იყო. ეს ცივილიზაციები მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ წიგნიერების ალტერნატივა
მეინსტრიმად იქცა.


რა მომავალი აქვს წიგნიერებას ინფორმაციულ ეპოქაში?


გაჯეტები და რიდერები უკვე ვახსენეთ, არც წიგნების დაწვა
დაუწყოათ ჯერ, ამას წინათ კი სადღაც ასეთ სლოგანს მოვკარი ყური „იკითხეთ ყველგან, იკითხეთ
კომფორტულად“.


0
211
2-ს მოსწონს
ავტორი:პაატა761
პაატა761
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0