x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რეალური, საოცარი ფაქტები ცხოველებზე(+ ფოტოები, ეს ცხოველები ადამიანების 99.9%-ს საერთოდ არ უნახავს)

imageეს ცხოველები ზღაპრული არსებები არ გეგონოთ, ისინი ნამდვილად არსებობენ და შემოგთავაზებთ რეალურ ფაქტებს მათ შესახებ. მაგალითად ამ შიშველ მიწისმთხრელას შეუძლია გავიდეს ბეტონის კედელში. მთელ თავის ცხოვრებას ის მიწის ქვეშ ატარებს.image შიშველ მიწისმთხრელას შეუძლია გაღირღნოს ბეტონის კედელი. ეს კი ორ რიგად ჩამწკრივებული ბასრი კბილების დამსახურებაა, მაგრამ მისი ეშმაკობა მარტო ბასრი კბილებით არ მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ თხრისას ის ამუშავებს ყბებს, მუშაობაში ჩართულია სხეულის კუნთების 25%.image თავის ტვინის მესამედი კი, პასუხისმგებელია ღრღნაზე. ამ ყველაფრის გარდა, ცხოველს შეუძლია აკონტროლოს თავისი კბილები ცალ-ცალკე, ე.ი. ზოგი ერთ მხარეს, ზოგი მეორე მხარეს.

"აქსოლოტლს" შეუძლია ამოიზარდოს ახალი ტვინი. ეს სასაცილო მხეცუნა - სალამანდრა გავრცელებულია მექსიკის ტბებში. imageაქსოლოტლს შეუძლია გამოიზარდოს ნებისმიერი დაკარგული სხეულის ნაწილი. ვიცით, რომ ხვლიკებსაც შეუძლიათ აღიდგინონ კუდები, მაგრამ აქ ლაპარაკია არა გარე ნაწილებზე, არამედ შიგა ორგანოებზე. ესენია გული, თვალი და ტვინიც კი. მას შეუძლია ერთი დაკარგული ორგანოს ნაცვლად ამოიზარდოს - ორი.image ასევე ახერხებს იმასაც, რომ თავისთვის მიიზარდოს სხვისი დაკარგული რომელიმე ნაწილი. აბა წარმოიდგინეთ რას ემგვანება?! ტბაში შეიძლება დაცურავდეს აქსოლოტლი, რომელსაც რამდენიმე თვალი, რამდენიმე თავი და მრავლობით რიცხვში სხვადასხვა ორგანო ექნება.

2
476
12-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
476
  
2013, 28 თებერვალი, 2:07
საინტერესოა.
2013, 28 თებერვალი, 0:47
კარგი სტატიაა
0 1 2