x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შემთხვევა სასტუმრო "რადისონში": რატომ გამოიძახა პატრული საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ქეთა თოფურიამ?
image


სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ქეთა თოფურია ესტუმრა. ტრადიციისამებრ ის სასტუმრო "რადისონში" დაბინავდა, დიდი ნომერიც აირჩია, სადაც მეგობრებთან ერთად იცხოვრებდა. 14 თებერვალს, მან დაქალებთან ერთად "უმა თურმანის" კონცერტზე მოილხინა. გართობა არასახარბიელოდ დასრულდა, მან საკმაოდ ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი დაკარგა. მომღერალმა სასტუმროს ადმინისტრაციაც დააწიოკა და პატრულიც გამოიძახა.image
სამწუხაროდ ბეჭედი ვერავინ იპოვა. ქეთას დაკარგული ნივთის გამო დიდხანს სულაც არ უდარდია, მან პატრულის თანამშრომლებთან სურათიც კი გადაიღო. ქეთას ახლობელი ამტკიცებს, რომ ბეჭედი საკმაოდ ძვირფასი იყო, სავარაუდოდ ეს საჩუქარი ქეთამ საყვარელი ადამიანისგან მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბეჭდის დაკარგვის გამო სულაც არ შეწუხდებოდაო. მომღერლისთვის ძვირფასი ნივთები დიდი ხანია განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს.image

სულ ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურია დაქორწინდა. მისი რჩეული მილიონერი ბიზნესმენი გახლავთ. წყვილი ერთმანეთს 3 წლის მანძილზე ხვდებოდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა ქორწილით უნდა დაეგვირგვინებინათ. მეუღლე ქეთაზე 12 წლით დიდია.

image


მომღერალი კი ამაში პრობლემას სულაც არ ხედავს, უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებაო. "ლევი ისევე ზრუნავს ჩემზე, როგორც ურთიერთობის დასაწყისში-ყვავილები, საჩუქრები და ბევრი ყურადღება! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას იუმორის გრძნობა გააჩნია"-გვიამბობს ქეთა.

2
1687
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1687
  
2013, 1 მარტი, 1:20
ბოზი ხარ შენი გამყიდველი .......
2013, 28 თებერვალი, 14:06
მოპარავდნენ მისი ქართველი მეგობრები,რაღა შორს ეძებს.პირახოცები და საპონები დაკარგულა კიდევ ნომრებიდან....იმ ღამეს.უნახავმა რა ნახაო....
0 1 2