x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ქუჩის ბავშვები" დამნაშავეები არიან?

imageყოველ ეპოქაში არსებობდნენ მაწანწალები, რომლებსაც არ ჰქონდათ ფული, სახლ-კარი, არ ჰყავდათ ახლობლები და ნათესავები, ისინი მათხოვორბდნენ, ან კარდაკარ დადიოდნენ და მდიდრებს მოწყალებას სთხოვდნენ. გამოჩნდებოდნენ ხოლმე კეთილი ადამიანებიც, რომლებიც ღატაკებს საჭმელ-სასმელს, ტანსაცმელს ან სხვა საჭირო ნივთებს აძლევდნენ. მაწანწალებიც მადლიერებით იღებდნენ ნაბოძებს, ხანდახან ისინი თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ მდიდრებს, ზოგჯერ უმართლებდათ, ზოგჯერ კი - არა...image
რა თქმა უნდა, დღესაც ვხვდებით მათხოვრებს, მაწანწალებს, ე.წ. ქუჩის ადამიანებს, რომელთათვისაც იატაკს მიწა წარმოადგენს, ჭერს კი - ზეცა... და ასეთ ადამიანებში არც ისე იშვიათნი არიან ბავშვები, სტატისტიკურად ყველაზე მეტს კი 12-დან 20 წლამდე მოზარდები შეადგენენ. ნებისმიერი ბიჭი, რომელიც ქუჩის მძიმე ცხოვრებას ეწევა, სულაც არაა ამაში დამნაშავე; დამნაშავეები არიან მშობლები,
დამნაშავეა გარემო და გარშემო ყველა, მაგრამ არა თავად "ის", რომელსაც ნაადრევად გაზრდა და ცხოვრებისთვის თვალის თვალში გაყრა მოუხდა. მას რომ სწორად განვითარების პირობები ჰქონოდა, იქნებ დამდგარიყო საზოგადოებისთვის ისეთი სასარგებლო ადამიანი, როგორებიც გვაკლია დღეს...
განა ჩვენ შეგვიძლია, განვსაჯოთ ყვავილის პატარა ნერგი, რომელსაც ფეხი დააბიჯეს, გადაუარეს, დაალპეს, გაახმეს?! განა, შეგვიძლია, ვუსაყვედუროთ მას, რატომ არ გაიზარდე და არ გაიფურჩქნეო?.. ეს არ იქნება სწორი. დამნაშავეები, პირველ რიგში, ჩვენივე თავში უნდა ვეძებოთ; იქნებ ჩვენვე, ნებით თუ უნებლიედ, ფეხქვეშ ვთელავთ პატარა ყვავილის ნერგებს...


ავტორი: ქ.გ.

imageimage


image

2
1113
10-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1113
  
2013, 28 აგვისტო, 21:43
გმადლობ, გაიხარე :*
2013, 28 აგვისტო, 21:37
ძალიან კარგი სტატიაა,ყოჩაღ,უფრო მეტი უნდა დაიდოს მსგავსი სტატიები ...
0 1 2