x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ანორექსია (+ფოტოები)

imageამ თემაზე მგონი უკვე ბევრჯერ დაიწერა, განსაკუთრებით კი ამ საიტზე, მაგრამ მაინც გამიჩნდა სურვილი დამეწერა ამაზე სტატია.. ფსიქოლოგიის შესავალი გავიარე ახლახანს (სტუდენტი ვარ), ჰოდა ბუნებრივია ანორექსიისა და ბულემიის შესახებ მეტი ინფორმაცია მაქვს ვიდრე აქამდე მქონია.

ანორექსია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ადამიანის მიერ საკვების შეზღუდვით ან სრულიად უარყოფით, რაც იწვევს წონის არანორმალურ კლებას და საბოლოო ჯამში-სიკვდილს.

უპირატესად ემართებათ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ბაძავენ ძალიან გამხდარ ცნობილ მოდელებსა და მსახიობებს. ისინი მუდმივად იცავენ დიეტებს და საბოლოოდ სრულიად ამბობენ კვებაზე უარს, აქვთ გასუქების აკვიატებული შიში და ადექვატურად ვეღარ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას.

იგი ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. დაახლოებით 10% ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, იღუპება მასთან დაკავშირებული გართულებებით. მაგარმ ანორექსია ყველას ერთნაირ ზიანს არ აყენებს. მაგალითად, შეიძლება სხვადასხვა შედეგი გამოიწვიოს მოზარდებსა და მოზრდილებში.

ანორექსიის ძირითადი ფსიქოლოგიური, ემოციური, სოციალური და ქცევითი მახასიათებლებია :

ფსიქოლოგიური:
სხეულის არაადექვატურად აღქმა
სრულყოფილებისკენ სწრაფვა
არაადექვატური თვითშეფასება (სხეულის წონის ან ფორმის მიხედვით)
საკვების მიღებამდე და მის შემდეგ საკვების და წონის მუდმივი კონტროლი

ემოციური:
საკუთარი თავის პატივისცემის და ქმედითუნარიანობის დაქვეითება
დეპრესია ან ქრონიკულად ცუდ ხასიათზე ყოფნა
განწყობის ხშირი ცვლა
მუდმივი შიში გასუქებისა

სოციალური:
ცუდი, ან გაუარესებული სასკოლო მოსწრება
ძველ მეგობრებთან ან სხვა ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტა ან გაფუჭება
ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება

ქცევითი:
გადაჭარბებული ვარჯიში, საკვების ზედმეტად შეზღუდვა
ვარჯიშის ან ჭამის შეზღუდვის დამალვა
შესაძლოა საკუთარი თავის ვნება, თვითმკვლელობის მცდელობები
წინის შესახებ მითიტებებზე ძლიერ მგრძნობიერობა
ძლიერ გაბრაზება როდესაც აძალებენ “აკრძალულ” საჭმელს.

ჩემს ერთ ნაცნობს დაემართა ანორექსია და ამ თემამ ამიტომ შემახსენა თავი, იმედია ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება თქვენთვისაც..

ახლა კი ფოტოები..imageimageimageimageimage




1
266
2-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
266
  
2013, 28 თებერვალი, 10:32
ვაიმეეე:((((
0 1 1