x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
,,უდანაშაულო დამნაშავენი''
დოსტოევსკის შემოქმედებიდან ერთ-ერთი პატარა მოთხრობა-“ბიჭი ქრისტესთან, ნაძვის ხეზე’’, ჩამეხვა გულში. დღემდე მახსოვს. დაიწრიტა გონების წიაღში ეს მოთხრობა, სწორედაც რომ ამან მაიძულა შემექმნა მეც რამე ჩემეული, ოღონდ არა ფანტაზიორობით, უკეთ რომ ვთქვათ, გადავწყვიტე აღარ შევეწუხებინე დაწერის ჟინს, ჟინს რომელიც თან მსდევდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მჯდომს, თუ მარტოდ მოსიარულეს.

აგვისტოს პირველ ნახევარში სისცხეებს იჭერდა ხოლმე ჩვეულს, მაგრამ წლევანდელს განსაკუთრებულ ორთქლში გაეხვა თბილისი. აქტიური ცხოვრების ნირით შეწუხებული ქალაქი, მძიმედ სუნთქავდაო თითქოს.

რუსთაველის პროსპექტზე ხალხი ბუზივით ირეოდა. არ ვიცი, რა ხდებოდა იმ დღეს, მე ჩემთვის ვიდექ განზე. თვალში მოფუსფუსე ხალხი ორდებოდა, უცებ გაქრნა ყოველივე ამქვეყნიური, წინ ამეშალა ჩემეულად წარმოდგენილი რომანი “საბრალონი’’-ს კატორღელები, ბ.მადლენი, კოზეტი-ტყეში ვეება სათლებით ხელში, უკუნ სიბნელეში. ალბათ, თხუთმეტიოდე წუთი თუ ვიდექი ასე გაშტერებული და არც ვიცი, სახეზე რა მეწერა, მხოლოდ ხალხის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ალბათ, კიდევ ვიდგებოდი ასე, რომ არა ვიღაცის თვალები, ამინული, ამღვრეული თვალები, გამორჩეული სხვათა მზერისგან. დავეშვი, უცებ შევკრთი, გულში ჩამეხვია ეს მზერა, ვერ მივხვდი, რა სურდა, ან საერთოდაც ვინ იყო. ინსტინქტურად ჩავაყოლე თვალი დაბლა და დასახმარებლად გამოწვდილ ხელზე შევაჩერე მზერა. შემეცოდა თითქოს ეს პატარა მთხოვნელი, მაგრამ ქვეცნობიერმა მიკარნახა პასუხი, დემონურმა ხმამ გაკვეთა ჰაერი:

-“არა მაქვს, შემეშვი!'' ისე ვუთხარი, თვითონ შემძაგდა თავი. ბიჭუნას არც გაჰკვირვებია, წინასწარ იცოდაო თითქოს პასუხი. ხმაამოუღებლივ მაქცია ზურგი და ხალხში ჩაიკარგა. არც მიცდია წამოვწეოდი, რაიმეთი გამომესყიდა ეს დამამცირებელი ტონი, ან ვინ მომთხოვდა რო ამაზე პასუხს?


იმ დღის შემდეგ მასობრივმა რევოლუციამ შეარყია ჩემი თავი, ფიქრები ამეშალა და სწორედ ეს რეალური ფიქრებია, რომლებიც კალაპოტში ვეღარ ჩამეტია და წალეკა მთელი ფურცელი.

ხალხი ქურდობს, მაიმუნბს, სხვის უბედურებაზე აგებს თავისი ბედნიერების კოშკებს, ათას სისაძაგლეს კადრულობს. გულის წიაღში მაინც მჯერა, რომ ღმერთს ისინი ასეთებად არ შეუქმნია. მგონია, რომ ამ კატეგორიის ხალხი ცხოვრებასთან ჭიდილში უკიდურესად მარცხდება. არც ჩვენი თბილი ხნულია მარადიული. ყველაფრის უფლება როდი მოუცია უფალს ჩვენთვის.

ამ დღეს, მე კი უკეთ შევისისხლხორცე ჭავჭავაძის “სარჩობელაზედ'', მაგრამ მაინც, საზოგადოების გარკვეულ ფენაში ბოგინობს კითხვა: -“რა შუაში ვართ ჩვენ?...''

0
127
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამი
მარიამი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0