x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნამცხვრების რეცეპტები
ყავის ტორტი


image


ინგრედიენტები:

კვერცხი – 6 ც
შაქარი – 2 ჩ/ჭ
მარგარინი – 250 გრ.
ყავა
ფქვილი
კაკალი



მომზადების წესი:


გავთქვიფოთ 6 კვერცხის ცილა სანამ მასა ჰაეროვანი არ გახდება შევათქვიფოთ კვერცხის გულები და დავუმატოთ 2 ჩ/ჭ შაქარი გავთქვიფოთ ასევე დავუმატოთ ფქვილი და ავურიოთ ჩავასხათ ტორტის ყალიბში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით, გავჭრათ 2 ნაწილად. დავნამოთ ყავის ნაყენით .


მასალა კრემისთვის:


დავდგათ ცეცხლზე 1ჩ/ჭ წყალი 1ჩ/ჭ შაქარი უნალექო ყავა ვადუღოთ 2-3 წუთი გავაციოთ შევათქვიფოთ 250გ მარგარინი წავუსვათ მიღებული მასა ფენებს მხოლოდ შუაში, გავაკეთოთ ჩვეულებრივი წესით შოკოლადის მინანქარი მოვასხატ ზემოდან და სურვილისამებრ დავალაგოთ კაკლის ლებნები.


შოკოლადის ნამცხვარი.


image


ინგრედიენტები:


ნახევრად მწარე შოკოლადი – 200 გრ.
ნაღები – 2 ს.კ.
კვერცხი – 3 ც.
დაფქული ნუში – 150 გრ.
კარაქი – 100 გ.
შაქარი – 100 გ.
ცხიმი ფორმისთვის
შაქრის პუდრა მოსაყრელად.



მომზადების წესი:



გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსამდე. დატეხეთ შოკოლადი და 2 ს.კ. ნაღებთან ერთად ორთქლზე გაადნეთ, თან ურიეთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ დაფქული ნუში. კარაქი, შაქარი, კვერცხის გული და შოკოლადიანი მასა ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე და შეურიეთ ცილას. ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 40 წთ. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.




ბანანის ნამცხვარი



image




ინგრედიენტები:


მწიფე ბანანი – 3-4 ც.
დარბილებული კარაქი – 250 გ
შაქარი – 220 გ.
კვერცხი – 4 ც.
ფქვილი – 350 გ.
ცომის საფხვიერებელი – 1 ჩ.კ.
შაქრის პუდრა მოსაყრელად
კარაქი საცხობი ფირფიტისთვის.





მომზადების წესი:



გააცხელეთ ღმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი. ბანანი გაფცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ შეურიეთ 4 კვერცხი, შემდეგ – დაჭყლეტილი ბანანი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილში არეული ცომის საფხვიერებელი. ცომი თანაბრად გაანაწილეთ ფორმაზე და აცხვეთ 15 წთ. გამოიღეთ ნამცხვარი, ცხელივე დაჭერით და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

0
3148
10-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
3148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0