x
image
ჯუზეპე
ძიუდოისტების საუკეთესო გამოსვლა და 1-ლი ადგილი

სამი ქართველი

მოგესალმებით და გილოცავთ ქართველი სპორტსმენების წარმატებულ გამოსვლასა და გამარჯვებას! 23-24 თებერვალს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იმყოფებოდა გერმანიაში “გრანდ სლემის" საერთაშორისო ტურნირზე სადაც ჩვენმა ბიჭებმა წარმატებით იასპარეზეს და პირადი წარმატებების გარდა ქვეყანასაც პირველი ადგილი მოუტანეს.

პირველი დღე ჩვენი სპორტსმენებისათვის ცოტათი წარუმატებელი გამოდგა.სამ წონით კატეგორიებში 60, 66 და 73-ში მხოლოდ ორი ბრინჯაო და ერთი მეხუთე ადგილი მოიპოვეს. 60 და 66 კგ წონით კატეგორიაში პაპინაშვილმა და ქარდავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი მეხუთე ადგილის დასჯერდა, რადგან იგი მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ხვდებოდა ქარდავას და არ გამოუცხადდა ობიექტური მიზეზების გამო(თუ რამ გამოიწვია მისი ეს შედეგი და ნაბიჯი ამას გაიგებთ ჩემი მომდევნო სტატიიდან სადაც ჩემპიონთან ინტერევიუა “ჩემპიონის დაბრუნება და პირველი მარცხი")

მეორე დღე ქართველი სპორტსმენებისათვის გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა თითქმის ყველა წონაში.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 81 კგ წონით კატეგორიაში ქართველების ფინალი გაიმართა წერეთელსა და ჭრიკიშვილს შორის, სადაც ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიას აქ ჯგუფის ქართველმა ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალში დაამარცხა ბრაზილიელი ფალავანი და ლიდერობა კიდევ უფრო მეტად განიმტკიცა.ამავე წონაში მესამე ადგილი დაიკავა ზვიად გოგოჭურმა.-100 კგ წონით კატეგორია უშედეგო აღმოჩნდა ქართველებისათვის, ხოლო + 100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქროაშვილმა ოქრო დათმო იაპონელ ფალავანთან და ვერცხლს დასჯერდა.

ტურნირი პირველი ადგილით დავასრულეთ: 2 ოქრო, 2 ვერცხლი, სამი ბრინჯაო და 2 მეხუთე ადგილი.

ამ ჟამად საქართველოს ნაკრები რჩება შეკრებაზე გერმანიაში, საიდანაც გაემგზავრება მომავალ შეჯიბრზე.გთავაზობთ ფოტო მასალას, საუკეთესო მომენტები და გდებები:

imageimage

image

imageimageimage

image

image











imageimage












imageimage












imageimage












image


2
29
5-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
29
  
2013, 25 თებერვალი, 20:41
ღმერთმა გისმინოს
2013, 25 თებერვალი, 20:41
გვიმრავლოს წარმატებები.
0 1 2