x
იცით თუ არა რომ... 2 ნაწილი
1.დედამიწის ზედაპირი ხასიეთდება ამაღლებული და დადაბლებული უბნების მონაცვლეობით, რომელთა შორის ამპლიტუდა 20კმ-ს აღწევს. მაგალითად ჰიმალაის უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 8848 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო მარიანი ღმულის სიღმე წყნარ ოკეანეში 11034 მეტრს აღწევს.

2.მარიანას ღმულში პირველად ჩაეშვა ამერიკული ბატისკაფი "ტრიესტი"

3.მსოფლიო ოკეანეს იკვლევენ მრავალი ქვეყნის მეცნიერები. გამოკვლევებში გამოყენებული ტექნიკიდან აღსანიშნავია ამერიკის წყალქვეშა აპარატი "სი-კლიფი", საფრანგეთის "ნაუტილიუსი", რუსეთის "მირ-1" და "მირ-2".

4. კონტინენტების საშუალო სიმაღლე 870 მეტრია, ხოლო ოკეანეების საშუალო სიღმე 3800 მეტრი.


5.ცნობილია მცენარეთა დაახლოებით 30 სახეობა, რომელთა გავცელება მიგვანიშნებს ამ ადგილზე სასარგებლო წიაღისეულობის არსებობას. მაგალითად, ნიადაგში თუთიის შემცველობაზე მიუთითებს სამფერა ია, სპილენძისაზე - მიხაკის ოჯახის წარ მომადგენელი წინწკალა, მოლიბდენისაზე - კრაზანა, ნიკელის საბადოზე - ხე სებედია აკუმინატა და სხვა.

6.სულფიდული მადნის ძიებისათვის იყენებენ მადნის მაძიებელ ძაღლებსაც, რომლებიც მადანს პოულობენ სპეციფიკური სუნის მიხედვით მაშინაც კი თუ მადანი 12 მეტრის სიღმეშია ჩაწოლილი.

7.დღეისათვის ოკეანეებისა დაზღვების აკვატორიაში დაფიქსირებულია ნავთობისა და გაზის(ბუნებრივი აირის) 900 საბადო. ამათგან მოქმედია 350 საბადო.

8.ოკეანეთა წყლებში თავმოყრილიადიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებები რომ მოხეხდეს ამ ნივთიერებათა ამოღება და ხმელეთზე თანაბრად განაწილება, ასეთი ფენის სისქე 1500-2000 მეტრს შეადგენდა. მთლიანად დედამიწის ზედაპირს კი 45 მეტრის სისქეზე.

9.ძველად თითქმის 2500 წლის წინათ საბერძნეთის ქალაქებში ყველას დასანახად აკრავდნენ ცნობას გასული წლის ჰავის შესახებ.

10.ჩვენ წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში, ათენში ააგეს, "ქარის კოშკი", რომელიცჩვენამდე შემორჩა. მის ყოველ რვაკუთხოვან წახნაგზე არის იმატმოსფერული მოვლენათა ტიპების ბარელიეფი, რომლებიც შეესაბამებიან ქარის მიმართულებას, საითკენაც მიმართულია წახნაგი.

11. სიტყვას "მეტეოროლოგიას" პირველად პლატონი ახსენებს, მაგრამ პირველ მეცნიერულ შრომადითვლება არისტოტელეს "მეტეოროლოგიკა".




0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0