x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
უცხო ენის შესწავლის საუკეთესო ფორმა
world of wordsპირდაპირ ვთქვათ : მრავალწლიანი ძიების მიუხედავად, ვერაფრით აღმოვაჩინეთ ჯადოსნური ფორმულა, რომელიც სასურველ ენას 1 თვეში შეგვასწავლიდა, მაგრამ ენის შესწავლის სურვილი თუ მართლა გაქვთ, უამრავი საშუალება არსებობს, რათა უცხოური ენა ცოტა ნაკლებად უცხო გახდეს თვენთვის...


ინგლისურით დავიწყოთ


რა ხდება როცა ინგლისურის შესწავლას ვცდილობთ? ინგლსური ტექსტის მოსმენისას, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს სიტყვებში ჩაფლული ვართ. დიდი განსხვავებაა ზეპრ და წერით ინგლისურში. შეიძლება ინგლისურს წლებია სწავლობთ, მაგრამ როცა პირველად ხედავთ ან ისმენთ რაიმე სიტყვას არ ხართ დარწმუნებული მის გამოთქმაში. მოკლედ თუ უცხო ენის სწავლას ინგლისურით იწყებთ მარტივი გზა არ აგირჩევიათ თუმცა ეს ენა საჭიროა მოგზაურობისას ან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მუშაობის დროს...


6 თვე, 6 წელი თუ 60? სამივე პასუხი სწორია, რადგან უცხო ენის შესასწავლად საჭირო დრო მრავლ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ რამდენ დროს ატარებთ ამ ენასთან "კონტაკტში". ბუნებრივ გარემოში გატარებული 1 წელი (მაგალითად უცხო ქვეყანაში გატარებული 1 წელი), დაახლოებით სკოლაში 18 წლიან სწავლას უდრის !




თუ უცხო ენას სწავლობ :


1. აირჩიე ის ენა რომლებიც გხიბლავს.


2. ილაპარაკე ამ ენაზე ყოველ დღე.


3. არ შეგეშინდეს შეცდომის დაშვების.


4. "ცოტა მაგრამ ხშირად"-ს ამჯობინე "ბევრი მაგრამ დრო და დრო".


5. დაისახე მიზნად : უცხოეთში წასვლა, გამოცდის წარმატებით ჩაბარება...


6. ხელიდან არ გაუშვა უცხო ენის მოსმენის და ლაპარაკის შეასძლებლობა.


7. წიგნები, ფილმები, მოგზაურობები - აირჩიე ისინი შენი ინტერესებიდან გამომდინარე.


8. იმ ქვეყნის კულტურით და ამბებით დაინტერესდი, რომლის ენასაც სწავლობ.


9. ზეპირს წერის საზიანოდ (ან პირიქით) არ მიანიჭო უპირატესობა.


და ბოლოს, რაც მთავარია

10. მომავალში შეინარჩუნე შეძენილი ცოდნა


სამი გზა საკუთარი ცოდნის სკოლის გარეთ გასაუმჯობესებლად


განსაკუთრებული მსაწავლებელი


კვრაში ერთი ან ორი გაკვეთილი, ოღონდ სისტემატიურად. სასურველია პროფესიონალი პედაგოგი შეარჩიოთ და მთელი წელი ეს მასწავლებელი გყავდეთ. ასევე თუ არ გხიბლავთ "ერთი-ეთზე" მეცადინეობა, მაშინ პატარა ჯგუფი შეარჩიეთ. ერთი ან ორი კვირის განმავლობაში თქვენი დონის ჯგუფთან იმეცადინებთ ენის ყველა მხარეზე. ზოგან სამთვიან ან 1 წლიან გაკვეთილებსაც გთავაზობენ საღამოს სკოლის შემდეგ.


კიბერ-მასწავლებელი


კიბერმასწავლებელი არაპოპულარული სწავლების ფრმაა საქართველოში, მაგრამ საერთოდ ზოგი
თვლის რომ ეფექტურია. ინტერნეტი სავსეა ვებ გვერდებით, რომლებიც სატელეფონო ან უფრო ხშირად Live გაკვეთილებს გთავაზობენ მასწავლებლებთან ერთად. ასეთ სწავლებას ის უპირატესობა აქვს რომ სახლში როცა გინდათ მაშინ იმეცადინებთ მაგრამ ამ ყველაფერს ფასი აქვს.


მიმოწერა


გქონდეთ მიმოწერა ადამიანებთან რომლის გემოვნებაც თქვენსას ემთხვევა, გაეცანით მის სამყაროს. ეს მეთოდი საინტერესო და ეფექტურია მაგრამ ასეთი მეგობრის პოვნა არც ისე ადვილია.







2
262
7-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
262
  
2019, 12 მარტი, 21:06
მე გირჩევ penpaland com ენის გაცვლა დაფუძნებული ნახვა
2013, 27 თებერვალი, 16:11
კარგი სტატიაა 9+
0 1 2