x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ალკოჰოლის საიდუმლო

image- უცნაურია, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკი, ისინიც კი, რომლებიც დღეს განსაკუთრებით საშიშად არის მიჩნეული, თავის დროზე სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. ფინოიდი "მეცნიერულ აღფრთოვანებას" განიცდიდა კოკაინისგან და ყველას ურჩევდა, ნერვული აშლილობის დროს ამით ემკურნალათ. დღეს ნარკოტიკების რეპუტაცია შებღალულია და მათი სამკურნალო თვისებების აღარავის სჯერა, გამონაკლისი მხოლოდ ალკოჰოლია, თუმცა მას ნარკოტიკზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. მაგალითად მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის 30-100 მილილიტრია; ეთილის სპირტისა 250-400 მილილიტრი; ბუთილის სპირტის 200-250 მილილიტრი. ადამიანები სვამენ ეთილის სპირტს და მიაჩნიათ, რომ ეს ნაკლებად მავნებელია.

- ეთილის სპირტისგან არყის გარდა მზადდება დენთი, პლასტმასი, სინთეტიკური კაუჩუკი, აცეტონი, ძმრის მჟავა.

- ალკოჰოლი ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად გაიწოვება. ჯერ კუჭსა და ნაწლავებში, ხოლო 5-10 წუთის შემდეგ სისხლში. სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პიკს დალევიდან 1 საათის შემდეგ აღწევს. ეს თუ ადამიანი მშიერია. სავსე კუჭი ალკოჰოლს გვიან "იღებს". შესაბამისად, სისხლი ალკოჰოლით 1.5-2 საათის შემდეგ გაჯერდება.

- ყველაზე "ლოთი" ქვეყანა ირლანდიაა. იქ მოსახლეობის თითქმის 36% ყოველდღე სვამს. მეორე ადგილზეა ფინეთი 25%; რუსეთი 24%-ით მესამე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო მეოთხე ადგილი, 23 პროცენტით, ინგლისს ერგო.

0
115
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0