x
image
ეთო-ეთო
როგორც იკვებებით, ისე აზროვნებთ
image
მენიუ ინტელექტუალური კოეფიციენტის ასამაღლებლად



ტვინის მუშაობის ეფექტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რით ვკვებავთ მას.


ტკბილისმოყვარული მრავალი ადამიანი დაბნეულობით იტანჯება.


ვეგეტარიანელები უფრო ნელა აზროვნებენ, ვიდრე თევზის მოყვარულები.



რა ასტიმულირებს და აფერხებს ტვინის მუშაობას?


ენერგიის ძირითადი წყარო გლუკოზაა. ორგანიზმი მას იღებს ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებიდან, როგორიცაა შვრია, პური, მაკარონი.


ნუ გაგიტაცებთ შოკოლადი, კანფეტები და შაქარი.

შეიძლება დასაწყისში მართლაც მოგცეთ ენერგიული ბიძგი, მაგრამ ხანმოკლე იქნება და საბოლოო ჯამში თავს იმაზე ცუდად იგრძნობთ, ვიდრე წინათ.


თუ ტვინს "გამხნევება" ესაჭიროება, ქორფა და მშრალი ხილი, ყველი, ნიგოზი, იოგურტი ჭამეთ. შეგიძლიათ ჭიქა შაქრიანი ყავა დააყოლოთ.


მიირთვით ანანასი. ის დაბალკალორიულია. სამაგიეროდ მასში ბევრია C ვიტამინი, რომელიც მეტად აუცილებელია მათთვის, ვისაც დიდი მოცულობის ტექსტების დამახსოვრება სჭირდება.


ყურადღების კონცენტრაციისათვის კარგია თევზი ან თევზის ქონი.

ის ნამდვილი დელიკატესია ტვინისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი ცხიმმჟავებით ამარაგებს და ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს.



ახლა იმ 12 ლიდერს წარმოგიდგენთ, რომლებიც კარგად აზროვნებაში გვეხმარება.




image


ვაშლი (ვიტამინი C, კალიუმი, ფრუქტოზა, ვაშლის ძმარი) - საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს და სისხლძარღვებს ტონუსში ამყოფებს.




image

ბანანი (ვიტამინი PP, კალიუმი, მაგნიუმი) - ემოციური დაძაბულობის მოხსნას ეხმარება და განწყობას აუმჯობესებს.





image


ნატურალური იოგურტი (B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი) - ტვინის უჯრედებისა და ნერვული სისტემის ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს.





image


მწვანე ბარდა (ვიტამინები B1, B2, მაგნიუმი, რკინა, ნუკლეინის მჟავა) - სისხლში ცხიმების დონეს ამცირებს და გონებრივ მუშაობას აძლიერებს.





image


მარწყვი (ვიტამინი C, კალიუმი, რკინა) - გლუკოზის მიტანას აჩქარებს, გონებას აცოცხლებს და ახალისებს.





imageფრინველის ხორცი (ცილა, B ჯგუფის ვიტამინები, თუთია, გოგირდი) - ჟანგბადის ბალანსს იცავს, რაც ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია.





image


ოსპი (რკინა, ფოსფორი, ვიტამინი A) - დაღლას თავიდან აგაცილებთ.






image


მიუსლი (ნახშირწყლები, B ჯგუფის ვიტამინები) - მეხსიერებას ასტიმულირებს.






image


ნიგოზი (B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, ცილა, თუთია) - გონებრივ გადაღლას შველის.





image


მაკარონი (ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინი B1) - დამამშვიდებლად მოქმედებს, დაღლას ხსნის.





image


მწვანე სალათა (ვიტამინები C, E, B ჯგუფის, მაგნიუმი) - ყურადღების კონცენტრაციას ამაღლებს.






image


რუხი პური (ვიტამინი B1, ნახშირწყლები, რკინა) - ნერვულ სისტემასა და კუნთების მოქმედებას ასტიმულირებს.









4
842
11-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
842
  
2013, 8 აპრილი, 16:08
მშვენიერია :)
2013, 24 თებერვალი, 12:23
დიდი მადლობა :*
2013, 24 თებერვალი, 3:36
კარგიაა
0 1 4