x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სულ მალე სოფელს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭება

imageმოგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ გაუქმდება გუბერნატორების ინსტიტუტი და სოფლები იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდებიან, რომელთაც ექნებათ საკუთარი ქონება. კერძოდ, სოფლებს უვადო სარგებლობაში გადაეცემა მათ საზღვრებში არსებული ტყე, საძოვარი და სათიბი. სოფლის მოსახლეობა თვითონ ჩაატარებს კრებებს, აირჩევს სოფლის თვმჯდომარეს და თვითონ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აგრეთვე რეგიონებში შეიქმნება სამხარეო საბჭოები, რომლებიც განვითარების პრობლემებზე იმუშავებენ. მთავრობის მიერ შემუშავებულ ამ სტრადეგიას მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო უმცირესობა ამ ინიციატივის დაწვრილებით გაცნობას გეგმავს.

ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ სტრატეგიის განხორციელებით ქვეყანაში რეალური ადგილობრივი თვითმმართველობები შეიქმნება, რომელშიც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მთავრობის მიერ შემუშავებული ზემოაღნიშნული ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ წინამორბედი ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტი ნიშნავდა გებერნატორს, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა კონტროლსა და ზედამხედველობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებზე, რაც რაღათქმაუნდა დაუშვებელია. აღნიშნული პროექტი კი გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება კოლეგიური ორგანო, რომელიც რეგიონის განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს, ეს კარგი იქნება, რადგან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ერთ პირზე ყველაფერი დამოკიდებული არ უნდა იყოს. რეგიონების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიზნით, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხილულ იქნება პარლამენტში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმცირესობა მიესალმება რეგიონების დეცენტრალიზაციას.

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:LEVAN_001
LEVAN_001
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0