x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალტრუიზმი თუ ეგოიზმი

image რა არის რეალურად ალტრუიზმი და რისგან წარმოიშობა იგი? რიგითი ადამიანები დამოკიდებულები ხდებიან არჩეულ სიყვარულის ობიექტზე და განშორებისა და დაკარგვის შემთხვევაში ტკივილს განიცდიან. ბედნიერების მოპოვება სიყვარულის გზით კიდევ ერთ შემთვევაში შეიძლება: როცა სიყვარული ცდება კონკრეტულ ობიექტს და ფართომაშტაბიანი, საყოველთაო ხდება-ეს სწორედ ის შემთხვევაა, რასაც ჩვენ ალტრუიზმს ვუწოდებთ. ამ შემთხვევაში აღარაა მთავარი ღირებულება “უყვარდე'', ის საკუთარი სიყვარულით ჩაენაცვლება. ეს ადამიანები სიყვარულის დაკარგვისგან თავს იმით იცავენ, რომ საკუთარ სიყვარულს რომელიმე ობიექტის ნაცვლად ყველა ადამიანისკენ თანაბრად წარმართავენ. ისინი საკუთარ ლტოლვებს მიზანშეკავებულ ლტოლვებად აქცევენ და ამ გზით აღწევენ საყოველთაო სიყვარულს, რომელიც სქესობრივ ლტოლვებს გამორიცხავს. რეალურად ეს იგივე სუბლიმაციაა-სექსუალური ენერგიის გასოციალიზება. სიამოვნების მიღების, დაკმაყოფილების ამ პრინციპის საფუძვლები, ფროიდის მიხედვით, ფსიქიკის სფეროებში უნდა ვეძებოთ. ალტრუიზმის შემთხვევაში იკარგება ზღვარი “ეგოსა'' და სხვა ობიექტებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი ბედნიერება, კარგად ყოფნა და ასე შემდეგ ისევე გიხარია და გაბედნიერებს, როგორც საკუთარი. სავარაუდოა, რომ ყველაზე ამაღლებული განცდა, ალბათ ყველაზე მეტად სიამოვნების მიმნიჭებელიც, სწორედ კაცთმოყვარეობისა და სამყაროს სიყვარულია. სიამოვნების ამ პრინციპსა და რელიგიას შორის შეგვიძლია კავშირის გაბმა. “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი''- რეალურად სწორედ იგივე შინაარსის მატარებელია რაც ალტრუიზმი. რელიგია დიდ ფსიქოლოგიურ ცოდნას ემყარება და შეიცავს იმ სქემებსაც, რაც ადამიანს ბედნიერებამდე მიიყვანს. მაგალითისთვის დედა ტერეზაც შეგვიძლია მოვიყვანოთ. იგი სწორედ სხვებზე ზრუნვით იღებდა კმაყოფილებას. მსგავსი რელიგიური მაგალითები მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ. მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა კი თქვენთვის მომინდია : ალტრუიზმი თუ ყველაზე დიდი ეგოიზმი?

0
318
1-ს მოსწონს
ავტორი:ეთერ გორგილაძე
ეთერ გორგილაძე
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0