x
image
RasTamaN
,,ზამთრის ზღაპარი" შოკოლადის ტორტი , უგემრიელესია
imageინგრიდიენტები


1. 100 გრ თეთრი შოკოლადი

2. 1, 5 ს.კ. კაკაო

3. 2 ჩ.კ ხსნადი ყავა


4. 100გრ ფქვილი

5. 200გრ შაქარი

6. 300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები

7. 140 გრ კარაქი

8. 200 გრ შავი შოკოლადი

9. 3 კვერცხი


10. 1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა)

11. 3 ს.კ არაჟანი



მომზადების წესი


გავხსნათ ყავა ადუღებულ წყალში 2-3 ს.კ.
140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ.
კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ.
გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.


კრემი: გამთბარ ნაღებში 2-3 ს.კ, გაადნეთ და
ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი, გააციეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე.

ბისკვიტი გაჭერით 2-ად ( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში.
დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.

0
1218
9-ს მოსწონს
ავტორი:RasTamaN
RasTamaN
1218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0