x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გორის სამხედრო ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ირაკლი კურცხალია ჰოსპიტლის დირექტორად წარადგინა. ახალი დირექტორი 1996-2005 წლებში მუშაობდა ამავე ჰოსპიტალში, პარალელურად იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე იყო სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის, სამხედრო სამედიცინო და ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრის პროფესორი, სამხედრო საველე თერაპევტი. მან 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო 2001 წელს სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია.

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:LEVAN_001
LEVAN_001
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0