x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სასიყვარულო წერილი რომელიც დაიწერა 4000 წლის წინ

ათასობით წლის წინ, დაბნეულმა და შეწუხებულმა ბაბილონელმა კაცმა სამკუთხა სტილუსი გამოიყენა, რათა სველი თიხის ფიფრიტის საშუალებით როგორმე ხმა მიეწვდინა სატრფოსათვის.


ქვემოთ არის მოცემული ტექტსი რომელიც მიწერა ჯიმილმა ბიბეას.


" ბიბეას : იმედი მაქვს, რომ ღმერთები შემიბრალებენ და იზრუნებენ შენს ჯანმრთელობაზე. მითხარი, როგორ ხარ. ბაბილონში გავემართე, მაგრამ შენ ვერსად გნახე. ძალიან გულნატკენი ვარ; იქნებ მომწერო, რატომ არ მოხვედი და ოდნავ მაინც შემიმსუბუქო სევდა. თავს გაუფრთხილდი ჩემი გულისთვის. ჯიმილი."

ამ უძველესი წერილის გაშიფვრას, მეცნიერებისა და ქიმიკოსების ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდა. ტექსტი, რომელიც მათ ამოიკითხეს უჩვეულოდ ადამიანური, ემოციური და მშვენიერი იყო. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რა ბედი ეწიათ ჯიმილსა და ბიბეას, რადგან მათ სასიყვარულო ისტორიამდე ოთხი ათასწლეული გვაშორებს. რატომ არ მივიდა ბიბეა ჯიმილთან შესახვედრად ბაბილონში? უარი თქვა მის სიყვარულზე თუ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი.. ამას ვერასდროს გავიგებთ.


image





1
290
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუსკუტი
ბუსკუტი
290
  
2013, 22 თებერვალი, 12:12
:(
0 1 1