x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცოტაც მაცადე _____ ნუ ამაჩქარებ ....
image


ზაფხულის საღამოებს ზაფრანად ანთებულ ჩამავალ მზეს...

ყველა უჩემოდ გათენებულ და დაღამებულ ნაცრისფერ დღეებს

ამ თმებზე სითეთრედ დაფენილ___ უშენო წლებს


გაფიცებ!...

მოგონებებთან შეჭიდებულ მაგ დაღლილი თვალებს,

შენი გულივით ცივ და შორეულ მოვერცხლილ მთვარეს,

ერთად გატარებულ ვნებით ნაწამებ წამებს,

გაფიცებ!...

– ___ გავაღებ როგორმე მაგ გულის კარებს???


image












სანამ შენს სურვილს __ "რქიან წიქარას"__ ვთხოვ და გამიგებს

ვნებამოწოლილი ცრაკლიტულის კარს __ ნებით გამიღებს

მე, შენ მანამდე, ყველა სისუსტეს, კარგო ___ გაგიგებ!

შენი სიყვარულის ტაჯ-მაჰალს, ჩემი მოთმინებით აგიგებ...

შიგ სპილოს ძვლისაგან ფიანდაზს დაგიგებ,

ინდურ ქაშმირს და აბრეშუმებს ფეხქვეშ დაგიფენ,


image


ქვეყნის სიმდიდრეს, არად დაგიდევ

და ერთ "მონარქიულ ცოდვასაც" დავიდებ.....

სამეფო ბრილიანტს ___ელვარე კოჰინორს

და ამ ჩემს დაღლილ გულს, ფეხებთან დაგიდებ!

ერთს აიღებ და ვიცი, მეორეს, ფეხქვეშ გაიგებ

და ვაი მაშინ __ არჩევანს შენსას თუ ვერ გავიგებ!!


image


p.s. ჩემი სიყვარულის ფასს ___ ოდესმე გაიგებ?

24
154
28-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
154
  
2013, 26 ივლისი, 17:02
გმადლობთ.... :))
2013, 26 ივლისი, 17:00
ძალიან ლამაზ და საინტერესო ლექსებს წერთ
2013, 26 თებერვალი, 20:47
100 :)
2013, 24 თებერვალი, 13:09
მიღებულია თქვენი შენიშვნა და ყურადსაღები... მადლობა... აუცილებლად გავითვალისწინებ... :))))
2013, 24 თებერვალი, 11:21
ლექსებს ავტორი რომ მიაწეროთ უკეთესი იქნება.:) ჩვენ კი ვიცით თქვენი შემოქმედება რომ არის , მაგრამ მავანმა შემოხეტებულმა არ იცის და ამიტომ თქვენი ლექსები ავტორის გარეშე დასეირნობენ სხვადასხვა საიტზე:):):)
2013, 21 თებერვალი, 23:53
აბა შენ იცი, გამოაცხე გემრიელი "სტა-ტორტი".
2013, 21 თებერვალი, 23:46
:)))))))))))))))))) აღმოსავლეთს და ცხელი ქვიშის ალმურს ხვალ დავდებ და არ მოგაკლებ საყვარელო....:))))))))
2013, 21 თებერვალი, 23:45
აი ასეთია:(სუნთქვას ვიღებ ღრმად) კარგიაააააააააა! (აღმოსავლეთის ცხელ და ქვიშიან სტეპებს გადავძახე,ტაჯმაჰალმა კი არა, დარწმუნებული ვარ ნაალექსანდრალმა სფინქსმაც გაიგო და ამოვისუნთქე).მართალია მელანქოლია შემადნა არსებაში, მაგრამ მაინც ვერ გააფუჭა შთაბეჭდილება.
2013, 21 თებერვალი, 23:04
ძალიან..., ძალიან...
2013, 21 თებერვალი, 23:02
მიხარია თუ მოგეწონათ....:) ) )
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10