x
image
კატაპულტი
გვემუქრება თუ არა ბირთვული იარაღით განადგურება?!

image

თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გამუდმებით ფიქრობს სამხედრო შეიარაღების გაძლიერებაზე.ამასთანავე, ესა თუ ის სახელმწიფო ზუსტად ვერ განსაზღვრავს რომელიმე სხვა სახელმწიფო რა მიზნით ახდენს შეიარაღების გაძლიერებას, ემსახურება იგი თავდაცვას თუ მოსალოდნელია მისგან თავდასხმა.სწორედ ამგვარი გაურკვევლობის გამო, სახელმწიფოები იწყებენ საპასუხო ქმედებებს-აძლიერებენ საკუთარ შეიარაღებას და დარწმუნდებიან რა, რომ იგი აღემატება შესაძლო მოწინააღმდეგის შეიარაღებას, იწყებენ იერიშს.სწორედ ეს უნდობლობა განაპირობებს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მიერ განუწყვეტელ ფიქრს შეიარაღებაზე.თუ სადამდე მიგვიყვანა ამ უნდობლობამ, კარგადვხედავთ-შეიქმნა ისეთი ტიპის იარაღები, რომელთა მოქმედებაში მოყვანა თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებებლი, შედეგად კი მილიონობით ადამიანი დაიღუპება.ექსპერტთა მოსაზრებით, ბირთვული იარაღის საბრძოლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში მსხვერპლი იქნება არანაკლებ ორასი მილიონისა ( 200 000 000), მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომში 60 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

რას წარმოადგენს ბირთვული იარაღი?

იგი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღს.

ბირთვული იარაღის გამოყენებას მოყვება ფატალური შედეგები, რაც კარგად გამოჩნდა ხიროსიმასა და ნაგასაკიზე 1945 წელს აშშ-ს მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბეით, რომელთაც 125 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.გარდა ამისა, სამუდამოდ დასახიჩრდა ასიათასობით ადამიანი, დაბინძურდა საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც კი საცხოვრებლად უვარგისად ითვლება.

ცივი ომის პერიოდში რუსეთ-ამერიკის “რბოლამ" შეიარაღების გაძლიერებაშიმსოფლიო მიიყვანა იქამდე, რომარსებობს გამუდმებული საფრთხე ბირთვული იარაღის გამოყენებისა, და მით უმეტეს, სახიფათოა ეს, როდესაც არსებობს შანსი, რომ მასობრივი განადგურების იარაღი აღმოჩნდეს რომელიმე “რისკ" სახელმწიფოს ან ტერორისტული დაჯგუფების ხელში.“რისკ ქვეყნებში" იგულისხმებიან სახელმწიფოები, სადაც სრულად არაა დაცული დემოკრატიული პრინციპები, ან სულაც პოლიტიკა კუმუნიზმზე ან დიქტატურაზეა მიმართული.ეს საფრთხე უფრო მეტად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღის მფლობელ ხუთ ქვეყანას(აშშ, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთი) შეუერთდნენ ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრ.კორეა.ამ უკანასკნელთ კი, როგორც მოგეხსენებათ კონფლიქტი აქვთ საკუთარ ავტონომიებსა და მეზობელ სახელმწიფოებთან.

პოლიტიკურ ექსპერტთა აზრით, ბირთვული იარაღის არსებობა, არ შეიძლებაგაგებულ იქნას მხოლოდ უარყოფითად.სწორედ ბირთვული იარაღის არსენალში არსებობამ გადაარჩინა სუსტი სახელმწიფოები გაეძლოთ ზესახელმწიფოების ზეწოლისათვის.აღნიშნულს ადასტურებს ჩრ.კორეისა და ირანის მაგალითები.აშშ.რომელიც დემოკრატიის დამცველად გვევლინება, ძნელად თუ დაუშვებს რომელიმე სახელმწიფოში დიქტატურასა და კომუნიზმს, მაგრამ რეალურად თუ აღვიქვამთ შექმნილ ვითარებას, მივხვდებით, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ზესახელმწიფო ერიდება ირანტანაც და ჩრ.კორეასთანაც დაპირსპირებას.იგი შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებებით, შეიცვალოს ვითარება, რეალურად კი ამ მოწოდებების შეუსრულებლობის შემთვევაში აშშ ვერ მოქმედებს ისეთი საპასუხო ნაბიჯებით, როგორითაც იმოქმედებდა და იმოქმედა სხვა სახელმწიფოებში.ამის დასტურად გამოგვადგება უახლესი ისტორია, კერძოდ, ლიბიაში განვიტარებული მოვლენები:საერთაშორისო საზოგადოებამ 2003 წელს მუამარ კადაფის ხელი ააღებინა ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვაზე, რვა წლის შემდეგ კი, როცა ლიბიელ ხალხში მომწიფდა დემოკრატიის სურვილი, აშშ უმალ გამოვიდა ჯერ სიტყვით ლიბიელი ხალხის დასაცავად, ხოლო მოგვიანებით, სამხედრო ძალის დაპირისპირებაში ჩართვით.საინტერესოა, იგივეს მოიმოქმედებდა თუ არა აშშ 2003 წელს მუამარ კადაფის ხელი რომ არ აეღო ბირთვული იარაღის შექმნაზე.ვფიქრობ, მსოფლიოს ზესახელმწიფო ვერ გაბედავდა ამგვარ ქმედებებს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ატომური იარაღის შექმნის შემთხვევაში უდავოდ შეუერთდებოდა “რისკ სახელმწიფოების" რიცხვს.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბირთვული შეიარაღება არ არის საგნგაშო, იგი ხელს შეუწყობს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების დიპლომატიური გზით გადაწყვეტას, მაგრამ თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაცდება მოლაპარაკებებს, აი მაშინ კი ყველას უნდა ეშინოდეს სამყაროს აღსასრულის.

3
296
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
296
  
2013, 3 მარტი, 8:36
გაიხარე:)იქნებ ამ სტატიამ ცოტა დაამშვიდოს აღელვებული ქართველები:)
2013, 2 მარტი, 17:21
კარგი სტატიაა : ) ცნობილი ფაქტია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ანალოგიური იარაღის მქონე სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა რომ მოწინააღმდეგის სამხედრო რესურსებს ბოლომდე ვერ გაანადგურებ, შესაბამისად საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა რჩება, რაც აგრესორისთვის მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ბირთვულ თავდასხმას აზრი ეკარგება - მას ჩაანაცვლებს ბირთვული შეკავება, ამიტომ ბირთვული სახელმწიფოები ამ იარაღს მხოლოდ ზეწოლისთვის გამოიყენებენ და არავითარ შემთხვევაში საომრად, რაც უბრალოდ არარაციონალური იქნება - ომის დაწყება ავტომატურად თვითმკვლელობას უდრის.
0 1 3